„მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძის დასახელება „ქართული ოცნების“ კატასტროფულ პარტიულ საკადრო კრიზისზე მიუთითებს. ლადო კახაძეს, რომელიც ძალზედ პოპულარული და წესიერი პიროვნებაა, არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, მისთვის მთაწმინდის მაჟორიტარობა რისი მომტანი იქნება. ვშიშობ, ისიც არ აღმოჩნდეს თავის დროზე ძალზედ წესიერი რევაზ არველაძის მდგომარეობაში“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ.
ცინცაძე კახაძეს ურჩევს, პოლიტიკური ტექნოლოგიის შესახებ ხუთი წიგნი მიანც წაიკითხოს.
„ლადო შეურაცხყოფად ნუ მიიღეს და ვურჩევ, რომ პოლიტიკურ ტექნოლოგიაზე ერთი ხუთი წიგნი მაინც წაიკითხოს. გული მწყდება და პირდაპირ ვიტყვი, რომ ის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში შესვლისთვის არ მემეტება. ხომ ხედავთ, ქვეყანაში რა მდგომარეობაა? აღარ მახსოვს პარლამენტის მიერ მიღებული ისეთი კანონპროექტი, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა ექნებოდა“, _ აღნიშნა ცინცაძემ.