21 მარტს, ტყეების საერთაშორისო დღეს, ყველაზე მასშტაბური სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსის _ ნიკო კეცხოველის პრემია 2018 ფინალი გაიმართა.
ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს, საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა.
ეკო მიმართვები, პრეზენტაციები, პერფორმანსები და დასამახსოვრებელი გამოსვლები გარემოსდაცვის თემაზე 29 ფინალისტმა სკოლამ ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად წარადგინა.
ნიკო კეცხოველი 2018-ის პრემიის მისაპოვებლად გამართულ კონკურში პირველი ადგილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლაითურის საჯარო სკოლა გახდა.
მეორე ადგილზე მარადისის სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ოტობაიას სკოლამ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკო კეცხოველის პრემია 2014 წელს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) მიერ პროექტის „ტყის მდგრადი მართვა“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტო ფინანსური მხარდაჭერით (ADC) დაარსდა.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.