მეწყერის ჩამოწოლის გამო ლანჩხუთში, სოფელ ხორეთში შიდა მიმოსვლის გზაზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.
ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, მეწყერის მიზეზი ბოლო დღეების უხვნალექიანობა შეიქნა.
“უხვი ნალექის შედეგად სოფელ ხორეთში მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა შიდა მიმოსვლის გზაზე ჩამოიშალა და გადაადგილების პრობლემა შეიქმნა, გარე სამყაროს ორი ოჯახია მოწყვეტილი. შემთხვევის ადგილზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება აღუთქვა”, _ განმარტავს მუნიციპალიტეტის მერია.
[sexy_author_bio]