ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაგურში ტრაგედია დატრიალდა. 21 წლის გ. მგელაძე გარდაცვლილი იპოვეს.
,, გაგვანადგურეეე! ცა ჩამოგვექცა თავზე გოგაა! დღეს გაგური დადუმდა, გოგაა! შენ არ მომკვდარხარ არაა, შენ ცოცხლად დარჩები ჩვენთან ყოველთვის! გოგა, შენ ბიძაშვილისშვილი არ იყავი ჩვენთვის. შენ ძმისშვილად მიგვაჩნდი, გოგუუ, რატოომ, გოგა, რატოომ? შენ მე ღიმილიც წამართვი გოგაა, როგორ გავუძლოთ ამ ტკივილს, მტკივაა უშენობაა მტკივააა!”-წერს გარდაცვლილი ახლაგაზრდას ახლობელი ფეისბუქზე.
„საუკეთესო დედ-მამა ჰყავს, თავადაც საუცხოო, კეთილშობილი ახალგაზრდა იყო. გვიკვირს ყველას, რომ ასეთმა ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ძალიან გვტკივა და გვიმძიმს“ _ გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
თუ რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, უცნობია. ყველას უკვირს, რომ მან ასეთი ნაბიჯი გადადგა.
„გული დაგვწყვიტე ყველას, ჩემო პატარა ძამიკო. სიჩუმემ დაისადგურა ჩვენს ლამაზ სოფელში, ერთმანეთს აცრემლებული თვალებით ვეკითხებით ერთ სიტყვას _ რატომ? ეს მთელი სოფლის ტკივილი და ტრაგედიაა! გაგური გლოვობს საუკეთესო ახალგაზრდას“-წერენ ფეისბუქზე გარდაცვლილის ახლობლები.