ლანჩხუთში სახალხო დღესასწაული ,,ლანჩხუთობა 2024“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმი, მოეწყო ეთნო და საბავშვო სივრცეები, კულინარიული მასტერკლასები. დაჯილდოვდნენ საპატიო ლანჩხუთელები. საღამო ანუკი ცქვიტინიძის, გელა დონაძისა და ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები”-ს კონცერტით დასრულდა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved