ფოთის ჰოსპიტალში მოწყობილ ცხელების ცენტრში, ლანჩხუთიდან 2 პირი შეიყვანეს.
ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, მათ ცხელება აღენიშნებათ.
,,ღამით, ცხელების ცენტრში, ლანჩხუთიდან შემოიყვანეს ორი პაციენტი, 21 წლის ქალი და 29 წლის მამაკაცი. მათ ცხელება აღენიშნებათ. გამოძახებული გვყავს ეპიდემიოლოგები და გადაწყდება ტესტირების საკითხი,”_ განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.