ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობას. აქციის მონაწილეები _ საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის “გურიის” ყოფილი ხელმძღვანელობა და ვეტერანი ფეხბურთელები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის მერიას კლუბის რუსი ბიზნესმენებისთვის გადაცემა უნდა.
აქციაზე იმყოფება კობა მირზაშვილი, რომელიც “გურიას” ორი წლის წინ ხელმძღვანელობდა. იგი კლუბის 25 წლით იჯარით გადაცემას ითხოვს.
მისი განცხადებით, ამ თემაზე მერთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა უარი ბოლო წუთს მიიღო.
მირზაშვილის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბის რუსი ბიზნესმენებისთვის გადაცემა სურს და აღნიშნავს, რომ ეს მერის მოადგილის გოგი ფაცურიას ინტერესებში შედის.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსნადრე სარიშვილის თქმით, მირზაშვილს მისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს და შესაბამისად, კლუბის იჯარით გადაცემაზე მისთვუს უარიც არავის უთქვამს