ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი სოფელ ლესიდან დაიწყო. აქ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები სამართალდამცავებთან ერთად ამოწმებდნენ ოზურგეთი-ლესის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილების მსურველ მოსახლეობას, რაც საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციასა და ზუსტ დიაგნოსტიკას ითვალისწინებს.
თუმცა, როგორც მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა გვითხრა, შემოწმებისას, ამ ეტაპისთვის, საეჭვო სიმპტპმების მქონე პირი არ გამოვლენილა.
თერმოსკრინინგს მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი ადევნედბდენ თვალს.