“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ლანჩხუთის ფსიქოლოგიური დისპანსერის ექიმი დააკავეს.
ჩვენი წყაროს თქმით, იგი ფსიქოტროპული რეცეპტების გაცემის ბრალდებით არის დაკავებული.
დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება, თუმცა, როგორც გვითხრეს, ქალბატონი ყალბ რეცეპტებს დიდი ხნის განმავლობაში სცემდა.
დეტალების გადამოწმებას “გურია ნიუსი” ამ წუთებში ცდილობს და დამატებით ინფორმაციას მალე მოგაწვდით.