„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“, როგორც საკუთარ ოფიციალურ გვერდზე იუწყება, ახორცილებს მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული პრაქტიკის შესწავლას. ამჯერად ორგანიზაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შედეგებს წარმოგვიდგენს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა, აქვთ თუ არა მუნიციპალიტეტებს მიღებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტები და რამდენად ასრულებენ ისინი ამ ვალდებულებას.
როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი (www.lanchkhuti.org.ge) გამჭვირვალობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს
ლანჩხუთის შემთხვევაში:
- მუნიციპალიტეტს მიღებული აქვს დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ, თუმცა მიღებული დადგენილება არ შეესაბამება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;
- ლანჩხუთის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაში სრულყოფილად არ არის ასახული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა;
- დადგენილებით სულ 24 სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაა განსაზღვრული მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში დამკვიდრებული პრაქტიკით, გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა 50 სხვადასხვა საკითხს მოიცავს.
- ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დადგენილებით განსაზღვრულ ინფორმაციას არასრულად აქვეყნებს“,-ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ოფიციალურ გვერდზე.