ლანჩხუთში, სოფელ აცანაში, ძველი შენობის კედლის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად საშუალო ასაკის მამაკაცმა დაზიანებები მიიღო.
ჩვენი ინფორმაციით, აცანაში მცხოვრები ხვიჩა ოჩიგავა ძველ, მიტოვებულ შენობაში შევიდა, რა დროსაც შენობის დაზიანებული კედლის ნაწილი ჩამოინგრა და მამაკაცს დაეცა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო როგორც სამაშველო, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
აცანის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელის იზა მათითაიშვილის ინფორმაციით, ძველი შენობის კედლიდან რამდენიმე აგური ჩამოვარდა, რომელიც შენობის შიგნით მყოფ მამაკაცს დაეცა რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო. წინასწარი დათვალიერების შედეგად დაზარალებულს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, შემდგომი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.