დღეს, დაახლოებით დილის 11 საათისთვის, ლანჩხუთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მანქანის საბურავებზე ცეცხლის მოდებამ გამოიწვია, რის შედეგადაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი მთლიანად მოედო.
როგორც გვითხრეს, მძიმეწონიანი მანქანა, რომელიც ინეტრული მასალით იყო დატვირთული, ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნოდა.