ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, 3-ვე ინფიცირებული კლინიკა „მედალფას“ თანამშრომელია.
კორონავირუსი დაუდასტურდათ მენეჯერს, ექიმს და სანიტარს.