მას შემდეგ, რაც ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა ელგუჯა ჩხაიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივი ორგანიზაციიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა, „ახალი საქართველოს“ რიგებში გადაინაცვლა და 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიულ სიასაც ჩაუდგა სათავეში.
ლანჩხუთში ახლად დაფუძნებული პარტიის სიის ოთხეული კი ასეთია: ელგუჯა ჩხაიძე, შოთა სიხარულიძე, ჟენია ხაინდრავა, ზიტა ჩხაიძე.
აღმოჩნდა, რომ გიორგი ვაშაძის პარტიას ლანჩხუთში მერობის კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა, ოზურგეთსა და ჩოხატაურში ამ პოზიციაზე კანდიდატებად ლანჩხუთელები ვალერიან მექვაბიშვილი და კობა ჯორბენაძე იქნებიან. აღნიშნულ ინფორმაციას „გურია ნიუსთან“ საუბარში თ5ავად ელგუჯა ჩხაიძე ადასტურებს.