ბულგარეთში ჭიდაობის მსოფლიო განვითარების ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის წარმატებით იასპარეზა ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელმა გიორგი სურმანიძემ.
ტურნირში სულ ცხრა ქვეყნის: უნგრეთის, მოლდოვას, სერბეთის, იტალიის, თურქეთის, თურქმენეთის, კოსოვოს, ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. ქართველებმა, ჯამში, შვიდი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მიითვალეს საკუთარ აქტივში.
საქართველოს ნაკრებში მოასპარეზე ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელს გიორგი სურმანიძეს ბრინჯაო ერგო, რომელიც თავისივე თანაგუნდელს თორნიკე სამხარაძეს დაუზავდა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში.
„გიორგი გასული წლის დეკემბრიდან ირიცხება საქართველოს ნაკრებში. ეს მისთვის პირველი ასპარეზობა იყო უცხოეთში და ამ დონის ტურნირისთვის კარგი შედეგი აჩვენა“, _ ამბობს გიორგის ლანჩხუთელი მწვრთნელი კახა აფხაზავა.