ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულიდღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი 2. 48 ლარია, ევრო კი _ 2. 97 ლარი.
ბოლო ათი დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 15 თეთრით გაუფასურდა.
შექმნილ ვითარებას ხელისუფლება საგანგაშოდ არ მიიჩნევს.
ექსპერტების მოსაზრებით, თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია შენარჩუნდა, მომდევნო ეტაპი, სავარაუდოდ, ფასების ზრდა იქნება.