75 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე ლევან თედიაშვილი. სამწუხარო ინფორმაციას, მისი ვაჟი, ბესარიონ თედიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„გარდაიცვალა მამაჩემი ლევან თედიაშვილი. პანაშვიდი კვირას და ორშაბათს 4 საათიდან – მის. ცაბაძის ქ. II კორპუსი. სამშაბათს დილის 10 საათიდან, გამომშვიდობება შედგება, სპორტის სასახლეში. გამოსვენება სპორტის სასახლიდან (ძველი სპორტის სასახლე) 2 საათზე. დაკრძალვა ქ. საგარეჯოს სასაფლაოზე“ – წერს ბესო თედიაშვილი.