გურული და-ძმაა ეს ლეო და ლოლა. ცხოვრობენ გურიის ერთ მზისპირა სოფელში, თუმცა, თავიანთი უძინარი დიასახლისივით ალიონს არ ელოდებიან _ მუდამ ფხიზლობენ და მამლის პირველი ყივილიდან დანთებულ ბუხარს, „გაკვეთილზე“ წასვლამდე ასე ეფიცხებიან.
მერე კუთვნილ სასუსნავს კრუტუნით შეირგებენ და როცა ზეციური მნათე ბინდბუნდს გადასწევს, ჰერი, ჰერი, _ სათხილეში თუ სხვენზე ბევრი ფიცხელაა, სათაგურს რომ თავს ადვილად აღწევენ, ლეოს და ლოლას კი _ ნაკლებად… ასაკით ნორჩებს, ზრდასრულობამდე ბევრი ასეთი „გაკვეთილი“ ელით წინ. თუმცა, რა გასაკვირია, ასეთი იყოს მათი „დილისპირულის“ სტარტი, მით უფრო, როცა გურული გარემოს შვილები არიან…