ლიბანში მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც France 24 იუწყება, შეტაკების შედეგად 400 ადამიანი დაშავდა.
შეტაკება მას შემდეგ მოხდა რაც ბეირუთში მყოფმა მომიტინგეებმა, პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე სამართალდამცავების მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. მომიტინგეების ნაწილმა კი ბარიკადების გარღვევა სცადა საკანონმდებლო უწყების კორპუსში შესასვლელად.
უსაფრთხოების ძალებმა ხალხის გასაფანტავად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
პროტესტი ლიბიაში რამდენიმე თვეა გრძელდება. ხალხი ქუჩაში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებამ გამოიყვანა.