გორში მოკლული ბავშვის, ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრებს საქმის მტკიცებულებები გააცნეს, სადაც ბრალდებულის მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალაა. ადვოკატის განცხადებით, კადრები უმძიმესია და არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას ასახავს.
მოკლული ბავშვის მამა, მიხეილ ბერიაშვილი ამბობს, რომ მასალის სიმძიმიდან გამომდინარე, ის მტკიცებულებებს ვერ გაეცნო.
ადვოკატს საქმის მასალები სრულად გადაეცა. ნანა ბერიაშვილის ოჯახი ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.
„საჯაროდ უნდა დაიწვას. მე ვთხოვ კახას, ვინც ამ საქმის სათავეში ჩადგა, მომიყვანა ბოლომდე და ჰყავთ დაჭერილი ეს, მოვითხოვ ეგეთ პედოფილებს, რაც არ გვყავს პრეზიდენტი, საერთოდ არ ვეხები, რაც არ გვყავს ბესელია და თავის წარმომადგენლები სულ ყველა… მე ვიწყებ გორიდან, გორელებო, გვერდზე დამიდექით. ეგ კაცი უნდა გადმოგვცენ. ლინჩის წესით კი არა უნდა გატყავდეს იმიტომ, რომ შვილი მომიკლეს. ზუსტად მაგ ჩანაწერებიდან გამომდინარე. ვისაც შვილი ჰყავს მე ყველას ვეუბნები, ვისაც თავზე ხელი აქვს ბავშვისთვის გადასმული, ყველანი დამიდექით გვერდზე,“- ამბობს მოკლული გოგონას ბაბუა ხვიჩა ბერიაშვილი.
ჩანაწერები ნახა ადვოკატმაც, რომელიც ვიდეოფაილის შინაარსობრივ ნაწილზე საუბარს ერიდება. ცნობილია, რომ ჩანაწერში ფიგურირებენ მხოლოდ იაგო ნებიერიძე და 8 წლის ნანა ბერიაშვილი, რომელიც კადრების გადაღებისას ჯერ კიდევ ცოცხალია.
„გვაჩვენეს ეს ჩანაწერი, ვნახეთ, ვიდეოჩანაწერიც არის და ფოტოც. როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქმე ეხება 9 წლის ბავშვს და აქეთ ბრალდებული გვყავს გარყვნილ ქმედებაში შერაცხული პირი, შესაბამისად დეტალურ ინფორმაციას ვერ გეტყვით, თუმცა ამ ფოტოების და ვიდეოს საფუძველზე შერაცხული გარყვნილი ქმედება ეს არის და ჩანს. ჩვენ გვქონდა კითხვები, როგორ მოხვდა ბავშვი იქ, სადაც ნაპოვნი იქნა, როგორ და რა საშუალებით,“-ამბობს ადვოკატი დავით გელხაური.
ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში ნივთმტკიცებად დევს ურიკა, რომელზეც არის სისხლის კვალია აღმოჩენილი. ასევე დანიშნულია ექსპერტიზა და ჯერჯერობით უცნობია ვის ეკუთვნის სისხლის კვალი.
8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი რამდენიმე დღის წინ დაუმძიმდა და მას გამოძიება არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებასაც ედავება.