„ლივერპულმა“ „არსენალის“ ნახევარმცველთან, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლეინთან გარიგება დადო. აღნიშნულ ინფორმაციას EUROSPORT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 24 წლის ოქსლეიდ-ჩემბერლეინს „არსენალთან“ კონტრაქტი წელს ეწურებოდა.
ოქსლეიდ-ჩემბერლეინთან დადებული ხელშეკრულება რიგით მეოთხეა „ლივერპულისთვის“, რომელსაც მიმდინარე სეზონზე მოჰამედ სალა, ენდრიუ რობერტსონი და დომინიკ სოლანკი შეუერთდნენ.
როგორც ცნობილია, მერსისაიდის გუნდს მომავალ ზაფხულს „ლაიპციგის“ ცენტრალური ნახევარმცველი, ნაბი კეიტა 52 მილიონ ევროდ შეუერთდება.
რაც შეეხება ოქსლეიდ-ჩემბერლეინს, მასში „ლივერპული“ 43 მილიონ ევროზე მეტს იხდის, რაც „არსენალისთვის“ ყველაზე დიდი გაყიდვაა.
როგორც ცნობილია, ოქსლეიდ-ჩემბერლეინი „ლივერპულის“ შემადგენლობაში 6 წლის განმავლობაში ითამაშებს.