ნატომ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის რჩევა და მიიღოს საქართველო ალიანსში_ ამ სათაურით აქვეყნებს TRT ამერიკელი ანალიტიკოსის და The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის პუბლიკაციას.
ცოტა ხნის წინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნატოს მოუწოდა, რომ საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა: „არ მესმის რატომ არ ვიღებთ საქართველოს ნატოში ან არ ვსახავთ გეგმას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს“.
„თურქეთს, რუსეთთან ურთიერთობის გამო აკრიტიკებენ, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ იწვევენ საქართველოს ნატოში, რადგან არ სურთ რუსეთის პროვოცირება, მაგრამ საქართველო ჩვენ გვჭირდება. გვჭირდება საქართველოს მსგავსი მოკავშირე. საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს,“_ თქვა მან.
თურქეთი საქართველოს მისწრაფებების უფრო დიდი მხარდამჭერია, ვიდრე, ალიანსის სხვა წევრები.
საქართველო ალიანსში გაწევრიანებას ათ წელზე მეტია ცდილობს. საქართველოს გაწევრიანებას პირველად 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე შეპირდნენ. მას შემდეგ, საქართველოს გაწევრიანების შესახებ კომენტარი არაერთხელ გაკეთდა.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2016 წლის დეკემბერში განაცხადა: „საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ ნატოს წევრი გახდეს“.
სწორედ ამიტომ, წევრობასთან დაკავშირებით რეალური პროგრესის შეფერხება ქართველებისთვის იმედგამაცრუებულია.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ „გვჭირდება საქართველოს მსგავსი მოკავშირე“. საქართველო ალიანსისთვის რამდენიმე მიზეზის გამო მნიშვბნელოვანია.
პირველი, საქართველო არის საიმედო მოკავშირე. 2012 წელს როდესაც ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა კარისკენ გარბოდა, საქართველომ ავღანეთში რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურე დაამატა. საქართველოს წვლილი ავღანეთის მისიაში დიდია, 2000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მსახურობს ქვეყნის სახიფათო ზონაში, როგორიცაა, ჰელმანდის და კანანდარის პროვინციები.
დღეს საქართველოს ავღანეთში 900 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი არაწევრი ქვეყანაა.
მეორე, საქართველოს, სტრატეგიული ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანს ხდის ნატოსთვის. სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველო გეოგრაფიული და კულტურულ გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სამხედრო და ეკონომიკური მიზეზების გამო.
დღეს, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ისეთივე მნიშვნელოვანია. საქართველომ შესთავაზა თავისი ტერიტორია, ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკური შესაძლებლობები ავღანეთისთვის ნატოს ძალებისა და ტვირთების გადასვლისთვის.
წლების განმავლობაში, საქართველომ მოახდინა ქვეყნის ძირითადი აეროპორტებისა და საპორტო ობიექტების მოდერნიზაცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე შავი ზღვის რეგიონს ეხება. მაგისტრალური მილსადენები, როგორიცაა ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის მილსადენი, ბაქო – სუფსის მილსადენი და სამხრეთ გაზის დერეფანი ტრანზიტით გადის საქართველოს გავლით, ისევე როგორც მნიშვნელოვან სარკინიგზო ხაზები, როგორიცაა ბაქო – თბილისი – ყარსის ახლადგახსნილი რკინიგზა.
საქართველოს დემოკრატიის განვითარება, მაგალითია, რეგიონისთვის. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ, საქართველო დემოკრატიის მუდმივ გზაზე გადადის.
რეგიონალური სტაბილურობის გულისთვის, ამერიკის ინტერესებშია, რომ საქართველო ამ გზაზე დარჩეს. წლების განმავლობაში, წარმატებული საქართველოს მთავრობები აგრძელებდნენ ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შემცირების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიის დამკვიდრების დღის წესრიგს. 2003 წელს მშვიდობიანი ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო მტკიცედ იყო ერთგული ტრანსატლანტიკური საზოგადოების წინაშე.
ნატოს წევრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეშფოთება საქართველოს ალიანსში მოწვევის შესახებ არის ქვეყნის 20 %-ის რუსეთის მიერ ოკუპაცია. რუსეთი აგრძელებს ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) და აფხაზეთის კვლავაც ოკუპაციას, და იყენებს როგორც საუკეთესო საშუალებას, რომ საქართველო ნატოდან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან ჩამოაშოროს. ეს მოსკოვის მიერ ჩატარებული დე-ფაქტო ვეტოა და მიუღებელია.
საბედნიეროდ, ზოგიერთებს გაუჩნდათ იდეა, რომ საქართველო ნატოში შევიდეს რუსეთთან ომის გარეშე. დარჩენილი საკითხი მხოლოდ ის არის, აქვთ თუ არა ალიანსის ორივე მხარის ლიდერებს პოლიტიკური ნება და კრეატივი, რომელიც საჭიროა საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად. საქართველო ასევე წარმოადგენს ევროპაში იმ აზრს, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს სუვერენული შესაძლებლობა განსაზღვროს საკუთარი გზა, გადაწყვიტოს ვისთან აქვს ურთიერთობები და როგორ და ვინ მართავს. ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული და არცერთ აქტორს (ამ შემთხვევაში, რუსეთს) არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ნატოს წევრობასა და ორგანიზაციებთან.
საქართველომ გარდაქმნა თავისი სამხედროები და იგი მტკიცეა როგორც ნატოს, ასევე არა-ნატოს საზღვარგარეთ უსაფრთხოების ოპერაციების მხარდაჭერაში. საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა ათასობით ჯარისკაცით ერაყსა და ავღანეთში გაგზავნით, და ასობით სამშვიდობო ძალის ბალკანეთსა და აფრიკაში გაგზავნით.
რუსეთის შემოჭრისა და მის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმაც კი არ შეუშალა ხელი საქართველოს დასავლეთთან დაახლოებას. ამან საქართველო გახადა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების წმინდა კონტრიბუტორი.
დროა ალიანსმა მიაღწიოს პროგრესს წევრობის ამ საკითხთან დაკავშირებით, გაითვალისწინოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რჩევა და საქართველო ნატოში მიიღოს.