ხელვაჩაურში თვითდაზიანების შედეგად დაშავებული მოზარდის მეგობარი ადასტურებს, რომ 17 წლის ბიჭი „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა. სპარტაკ კახიძის თქმით, ბოლო პერიოდში დაჭრილი არავისთან კონტაქტობდა.
“მასთან ვმეგობრობდი. ურთიერთობაში გახსნილი და მოლაპარაკე არ ყოფილა. ის „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა. თვითონ ამბობდა, ვთამაშობდი, მაგრამ ახლა აღარ ვთამაშობო. ხელზე დანით მიყენებული ნაკაწრები ჰქონდა, რაც სკოლის მოსწავლეებმა, დირექტორმაც შეამჩნია”,- განაცხადა დაშავებულის მეგობარმა.
17 წლის ბიჭი ცეცხლნასროლი ჭრილობით მეზობელმა იპოვა. ახალგაზრდა სახლში მარტო იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამასთან, როგორც ირკვევა, ბიჭი შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
წყარო