,,ლიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, დღეს მეტეხის ეკლესიის ეზოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა კანდიდატების წარდგენისას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავისი თავის წარადგინა და ვაჟა-ფშაველას სიტყვებით დაიწყო კანდიდატების წარდგენა.
,,როდესც ვუყურებ ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტიას, მე მახსენდება დიდი ვაჟას უკვდავი სტრიქონები.
,,მადლობელი ვარ დამბადებელო, ჩვენიდან შექმენ ისეთი გუნდი, როგორიც ამ დღეს საჭიროა, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა.“
დიახ, ჩვენ ის გუნდი ვართ, რაც სამშობლოს წყლულებს სჭირდება, _ განაცხადა ნათელაშვილმა.
ასევე, მან აღნიშნა, რომ 10 რჩეულს კანდიდატს წარადგენდა.
ნაძალადევი – გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი;
,,ვიქნები არა მარტო თქვენი დეპუტატი, არამედ ოჯახის წევრი“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.
თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა – ნიკა ვარდოშვილი;
რუსთავი – მიხეილ ქუმსიშვილი;
,,20 ივნისის მებრძოლი, ახალგაზრდების ღირსეული წარმომადგენელი, ქართული პოლიტიკის მომავალი“, – განაცხადა ნათელაშვილმა;
მარნეული – ალი ბადიროვი;
,,მაჟორიტარად ვასახელებ, მაგარ აზერბაიჯანელს, მაგარ ქართველს, იურისტს, ადვოკატს და ქართულად კარგად მოსაუბრეს“, _ აღნიშნა წარდგენისას პირველმა ლეიბორისტმა.
თეთრიწყარო, წალკა,დმანისი, ბოლნისი – თემურ წიკლაური
წარდგენისას ნათელაშვილმა, მის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, ჯვარას ტყეში მილიონი ხის აღმოჩენაზე, რომელის წყალობითაც ,,იქაურობა საყდრისივით აღარ ააფეთქეს.
მესხეთი _ გიორგი ჩიტაური;
პირველმა ლეიბორისტმა აღნიშნულ ოლქს უწოდა, ქართული პოლიტიკის სამშობლო
,,კანდიდატად ვაგზავნი ჭეშმარიტ, მაგარ ქართველს, რომელსაც იცნობს ჩვენი საზოგადოება, როგორც მთის ფოლკლორის საუკეთესო შემსრულებელს, გიორგი ჩიტაურს“, – განაცხადა ნათელაშვილმა
მცხეთა-მთიანეთი – ბექა ნათელშვილი
,,ჩვენ პოლიტიკაში მამა-შვილი არ ვართ, ჩვენ ვართ თანამებრძოლები, საქართველოზე შეფიცულები“, _ აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა – სამსონ გუგავა
,,პარტიის თვალსაჩინო სახე და წესიერებით სავსე ადამიანი“ ,- ამ სიტყვებით წარადგინა ნათელაშვილმა, აღნიშნული კანდიდატი.
გურია – დავით მამლაძე მას, ნათელაშვილმა ,,აჯაყებული გურული“ უწოდა;
აჭარა – ტარიელ კალანდარიშვილი;
ის, ნათელაშვილმა სახელოვანი გვარის წარმომადგენლად დაახასიათა
,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ასევე აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე სიის ხელმძღვანელად ზურაბ ლომია წარადგინა. ქუთაისის მერობის კანდიდატად კი, ირაკლი კიკვიძე, ხოლო კასპის მერობის კანდიდატად _ ოთარ ქოსაშვილი.
პირველი ლეიბორისტის თქმით, თბილისის საკრებულოში კრწანისის გამოკლებულ დეპუტატს მამუკა ჯუღელი ჩაანაცვლებს.
ნათელაშვილმა რეგიონებში, საკრებულოს სამი ქალი კანდიდატი წარადგინა და აღნიშნა, რომ მათ მხარს, მხოლოდ გარეგნული სილამაზის გამოც დაუჭერენ
,,გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის, სამ უმშვენიერეს, გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად.
ონში – მარიამ გოჩალეიშვილი
თელავში – თამარ მენაბდიშვილი
მანგლისში -თათია მაისურაძე
,,მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას“ – უთხრა შალვა ნათელაშვილმა.
როგორც ცნობილია, საარჩევნო ცვილელებების შემდეგ, 2020 წლის 31 ნოემბრის არჩევნები, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება საქართველოს პარლამენტში( 8 თბილისში და 22 რეგიონებში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მენიზმი იქნება, პარტია რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაწერას მიიღებს, ის პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.