„არის ერთი რამ, რაც ყველას უნდა გესმოდეთ, დედოფალი არასოდეს იგვიანებს“, _ეს სიტყვები მადონამ ლას ვეგასში გამართულ კონცერტზე წარმოთქვა, თუმცა, აღმოჩნა რომ მას ყველა გულშემატკივარი არ ეთანხმება.
როგორც CNN წერს, ერთი გულშემატკივარი მადონას სასამართლოში კონცერტის დროის გადაწევის გამო უჩივის.
გამოცემის ინფორმაციით, ნეიტ ჰოლანდერმა მაიამიში 17 დეკემბერს გასამართ კონცერტზე 3 ბილეთი შეიძინა, თუმცა, მადონამ კონცერტის დაწყების დრო 2 საათით გადასწია.
მსმენელი ამბობს, რომ კონცერტის დაწყების დროის გადაწევით მას ზიანი ადგება. ბილეთებში 1000 დოლარზე მეტი გადაიხადა და გვიან კონცერტზე წასვლა არ სურს.
ორგანიზატორები მისთვის თანხის დაბრუნებაზე უარს ამბობენ, რის გამოც მომღერალს სასამართლოში უჩივის.
მადონას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.