საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქალაქ მადრიდში სახლებს ძარცვავდნენ. ამოღებულია ნაძარცვი ნივთები და ცხრა ცეცხლსასროლი იარაღი. დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალი 2-5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ესპანეთის სამეფოში შს სამინისტროს ეროვნულ პოლიციასთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად ქალაქ მადრიდში დაკავებულ იქნა ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი, ოთხივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. აღნიშნული საქმის ინიციატორი იყო საქართველოს შს სამინისტრო, რომელმაც ესპანელ კოლეგებს ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა კრიმინალური დაჯგუფები საქმიანობასთან დაკავშირებით.
დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ესპანეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 515-ე, 234-ე, 563-ე და 390-ე მუხლებით, რაც კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას, ქურდობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაულები 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.