მაგთიკომი საკუთარ მომხმარებლებს შეფერხების შესახებ აფრთხილებს. კომპანის ამის შესახებ განცხადებას საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
“დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, 26 ივნისიდან 27 ივნისის ღამეს, 01:45 საათიდან 02:30 საათამდე პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაითიშება 2G, 3G, 4G ქსელი, რაც გამოიწვევს აქტიური სესიების გაწყვეტას.
მითითებულ პერიოდებში სადგურების გათიშვა მოხდება ეტაპობრივად, მაქსიმუმ 40 წუთით.
„მომხმარებლებს შესაძლოა დასჭირდეთ თავიანთი აპარატურის გადატვირთვა, თუ მათი მოწყობილობა ავტომატურად არ ახდენს PDP სესიის გახსნას“, _ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.