“მაგთიკომის” ცნობით, 08 აგვისტოდან 09 აგვისტოს ღამეს 03:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში “მაგთიკომის” მომხმარებლებს ინტერნეტზე წვდომა შეეზღუდებათ. ამის მიზეზი დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებია.
კომპანიის განცხადებით, ინტერნეტის მიწოდების აღდგენის შემდეგ, მომხმარებლებს შესაძლოა მობილურების გადატვირთვა დასჭირდეთ.
“მთელი საქართველოს მასშტაბით, გაითიშება 2G, 3G, 4G ქსელი, რაც გამოიწვევს აქტიური სესიების გაწყვეტას. მითითებულ პერიოდებში სადგურების გათიშვა მოხდება ეტაპობრივად მაქსიმუმ 10 წუთით”, _ წერია განცხადებაში.