შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, 10 ათასზე მეტი აპლიკანტი გავიდა გამოცდაზე.
მისივე თქმით, მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 98%-მა გადალახა.
ამასთან, როგორც მიმინოშვილმა განაცხადა, არაქართულენოვან სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მეორე საგნად ქართულ საგანს აბარებდნენ, მათში ჩაჭრის მაჩვენებელი მაღალია და დაახლოებით 6%-ს შეადგენს.
რაც შეეხება საკითხს, იყო თუ არა დილიდან გამოცდებზე რამე ტექნიკური ხარვეზი, მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი პრობლემა შექმნილია მცხეთის სამ საჯარო სკოლაში, სადაც ამ დროისთვის სკოლებს ინტერნეტი არ მიეწოდება, რის გამოც საგამოცდო პროცესი არ დაწყებულა.
მიმინოშვილის განცხადებით, პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.
დღეს მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო