აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, რუსეთი, ჩინეთი და ირანი აშშ-ში კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.
პომპეოს ვიდეო მიმართვას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
პომპეო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ინფორმაცია სანდო წყაროდან მიიღონ.
„Twitter-ზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომელიც გარკვეული ქვეყნების მთავრობებიდან მოდის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსი აშშ-ის არმიამ გაავრცელა. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს და მთელი მსოფლიოს მოსახლეობას: დარწმუნდით, რომ სანდო წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეცნობით“, _ განაცხადა პომპეომ.
ცნობისთვის, რუსულ და ჩინურ მედიაში რამოდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი COVID-19 ჩინეთში ამერიკის არმიამ გაავრცელა. საპასუხოდ, ვაშინგტონმა პეკინი არაერთხელ დაადანაშაულა ინფორმაციის დამალვაში, რამაც „მსოფლიოს უძვირფასესი დღეები დააკარგინა“.