https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მაიქლ ქეინი _ ”ადამიანი, რომელსაც უნდოდა მეფე გამხდარიყო”

6:07; 24.07.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამერიკელი მსახიობი სთივ მაკქუინი ამბობდა:”მე რომ 30-იანი წლების კინოს მსახიობი ვყოფილიყავი, საუკეთესო როლი, რომელიც მეღირსებოდა, ეს მთავარი გმირის მეგობრის როლი იქნებოდაო”, _ ამ სიტყვებში არის ჭეშმარიტების მარცვალი, რადგან მაშინ, როცა ეკრანზე ბატონობდნენ ისეთი კინოკერპები, როგორც ქლარქ გეიბლი, გერი ქუპერი თუ ქერი გრანთი ძნელი წარმოსადგენია, თანამდროვე მსახიობები მათ მაგივრად. მაგრამ იცვლება დრო, იცვლება გემოვნება, ხოლო აუდიტორიას კი მუდმივად სჭირდება გმირები. გმირები კი დასავლეთის კინოს არასოდეს გამოლევია და იმედია, არც გამოელევა. ერთ-ერთი ასეთთაგანია ცნობილი ბრიტანელი მსახიობი მაიქლ ქეინი. ჩვენი მაყურებელი მას ძალზედ კარგად იცნობს ქართულ სატელევიზიო არხებზე მრავალგზის ნაჩვენები ბრწყინვალე ფილმით “გამოუსწორებელი თაღლითები”.

მისი ნამდვილი სახელი და გვარია მორის მიქელუაითი, იგი დაიბადა 1933 წლის 14 მარტს ღარიბ ოჯახში, ლონდონში. ოჯახს ისე უჭირდა რომ სახლში ელექტროენერგიაც კი არ ჰქონდა. მორისმა სკოლას 16 წლის ასაკში თავი მიანება და მოხალისედ წავიდა ბრიტანულ არმიაში, სამსახურს იგი გერმანიასა და კორეაში გადიოდა.

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ იგი სამუშაოდ მოეწყო თეატრში, სცენის მენეჯერის დამხმარედ, პარალელურად პიესებში თამაშობდა პატარა როლებსაც. იმ პერიოდში მან პირველად გადაიკეთა გვარი და გახდა მაიქლ სქოთი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლონდონში არსებობდა მისი სეხნია მსახიობი. ზუსტად იმ დროს მისი სახლის გვერდით მდებარე კინოთეატრში გადიოდა ფილმი Caine Mutiny, “ამბოხი ქეინზე”, სადაც მსახიობის კერპი ჰამფრი ბოგართი თამაშობდა, მაიქლს ბევრი არ უფიქრია, ფსევდონიმად აიღო ქეინი და სულ მალე ამ სახელმა და გვარმა მთელ მსოფლიო აალაპარაკა.

კარიერის დასაწყისში მან 100-ზე მეტ სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა, ქეინის კინოდებიუტი შედგა 1956 წელს, მაგრამ სერიოზული ყურადღება მან მიიპყრო 1964 წელს ფილმით “ზულუ”, სადაც ბრწყინვალედ შეასრულა არისტოკრატი ოფიცრის როლი. სხვათაშორის, ამ როლით მან ბევრი სკეპტიკოსი გააკვირვა, მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ღარიბი რაიონიდან გამოსულმა კოკნიმ, ასე ეძახიან ლონდონის აღმოსავლეთი რაიონის მცხოვრებთ, რომლებიც გამოირჩევიან დამახასიათებელი აქცენტით და იუმორის გრძნობით, შეეძლო ასეთი გარდასახვა. მომდევნო წლებში აქცენტი რომ მოეშორებინა, იგი ბევრს მუშაობდა იმ მეთოდის მიხედვით, რომელიც მას ვივიენ ლიმ ასწავლა: მთელი დღის მანძილზე, კვირების განმავლობაში უნდა ეთქვა Four Door Ford ე.ი. ოთხკარიანი ფორდი. 

1966 წელს, როდესაც მაიქლ ქეინი პირველად იყო წარდგენილი ოსკარზე ფილმისათვის “ალფი”, ნიუ_იორქ დეილი ნიუსმა მას სტატია მიუძღვნა:”აბა, გოგონებო, ფრთხილად იყავით, ჯერ იყო და ბითლზები შემოგვესივნენ (ლაპარაკია ე.წ. ბრიტანულ შემოსევაზე, როდესაც ლივერპულური ოთხეულის კვალდაკვალ ამერიკაში ბევრი ცნობილი ინგლისური როკ ჯგუფი ჩავიდა), შემდეგ მინი ქვედატანები და ნახეთ ამჟამად რას გვთავაზობენ ბრიტანელები_ ნამდვილ კოკნი გმირს!” თუმცა ამერიკელები მაშინ უკვე კარგად იცნობდნენ ქეინს ფილმით “იფქრესის საქმე”, სადაც მან შეასრულა ჯაშუშის ჰარი პალმერის როლი. ეს ფილმი იყო ერთგვარი გამოძახილი ჯეიმს ბონდის ისტერიისა, რომელიც ბატონობდა მთელი მსოფლიოს ეკრანებზე. ამ ფილმმა გახადა იგი ვარსკვლავად და პირველად კინოს ისტორიაში ქეინმა შეასრულა დრამატული გმირის სახე, რომელსაც სათვალე ეკეთა. რა თქმა უნდა, იქამდეც იყვნენ სათვალიანი გმირები, მაგრამ ეს უმეტესწილად იყვნენ კომედიური მსახიობები, გავიხსენოთ თუნდაც ჰაროლდ ლოიდი. “იფქრესის საქმეს” 1967 წელს მოჰყვა გაგრძელება “მილიონ დოლარიანი ტვინი”, რომელიც ასევე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა.

ამერიკელმა მაყურებელმა შეიყვარა ეს კოკნი გმირი, რაც არც თუ ხშირად ხდება ხოლმე, რადგან ამერიკელებს, ჩვენგან განსხვავებით, ყველაფერი საკუთარი ურჩევნიათ _ ამერიკული მანქანები, ამერიკული საჭმელ-სასმელი და გმირებიც. დეივიდ ნივენთან. ლესლი ჰოუვარდთან და შონ ქონერისთან ერთად მაიქლ ქეინი იმ ინგლისელ მსახიობთა რიცხვში აღმოჩნდა, ვინც ამერიკულმა აუდიტორიამ თავისიანად მიიღო.

მაიქლ ქეინი ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული მსახიობია კინოინდუსტრიაში, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მის კარიერაში ცუდი ფილმები ჭარბობს. ამის შესახებ თვითონ მსახიობი გულწრფელად ამბობს: ”პირველ რიგში, მე ვირჩევ კარგ როლებს, თუ ასეთი არც ერთი არ არის, ვირჩევ საშუალო დონისას, თუ ასეთიც არ არის, მაშინ ვირჩევ ისეთს, რაშიც ფულს გადამიხდიან”. როდესაც 1987 წელს გამოვიდა სთივენ სპილბერგის გახმაურებული ბლოქბასტერის “ყბების” უბადრუკი გაგრძელება “ყბები. შურისძიება”, სადაც მაიქლ ქეინმა მთავარი როლი შეასრულა, ამისთვის მას ბევრი საყვედურობდა, რაზეც მსახიობმა უპასუხა:” ეს ფილმი მე არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს საშინელებაა. მაგრამ მე ვნახე ის სახლი, რომელიც აშენდა მიღებული ჰონორარით, ის კი მშვენიერია”.

მაიქლ ქეინი იმ მსახიობთა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც ძალუძს ყველანაირი როლის შესრულება, იქნება ეს კომედია, დეტექტივი თუ სათავგადასავლო ფილმი და ხშირად მისი თამაში, ბევრად უკეთესია, ვიდრე თვით ფილმი. მას აგრეთვე ბევრი ვარსკვლავისგან განსხვავებით, რომელიც ძალზე ფრთხილად ირჩევს როლებს, რათა იმიჯი არ შეელახოს, შეუძლია კარდინალურად შეცვალოს ამპლუა. ისე, როგორც მან გააკეთა ბრაიან დე პალმას ტრილერში “ჩაცმული მოსაკლავად’, სადაც ქეინმა მკვლელი ტრანსვეტიტი ექიმი განასახიერა.

მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლია “მოკალით კარტერი”, სადაც იგი თამაშობს ლონდონელ განგსტერს, რომლიც ჩამოდის მშობლიურ ქალაქში, რათა გამოიძიოს ძმის ბურუსით მოცული მკვლელობა. ფილმი დადგა მაიქლ ჰოჯისმა და ქეინს მიეცა შანსი მთელი ბრწყინვალებით გამოევლინა საკუთარი ტალანტი და ბობოქარი ენერგია. 2000 წელს გაკეთდა ამ ფილმის რიმეიქი სილვესტერ სთალონეს მონაწილეობით, როგორც წესია, რიმეიქში პირველი ფილმიდან მსახიობებს იწვევენ ხოლმე და ქეინსაც პატარა როლი ერგო, თუმცა, ფილმი ისეთი ცუდი გამოვიდა, რომ ქეინი ფილმის პრემიერასაც არ დაესწრო. “მოკალით კარტერი” კი განგსტერული ფილმების ჟანრის კლასიკად იქცა.

მაიქლ ქეინი იხსენებდა:” ერთხელ ჯონ უეინმა მირჩია: ილაპარაკე ცოტა, ილაპარაკე ნელა და საერთოდ მოერიდე ბევრ ლაპარაკს. ამის მაგივრად კი მე წავედი და ვითამაშე “მაძებარში”. მანქიევიჩის ამ ბრწყინვალე დეტექტივში სულ ორი მსახიობი მონაწილეობს: ქეინი და ლეგენდარული ლოურენს ოლივიე. მართლაც, მთელი ფილმი დიალოგზეა აგებული, მაგრამ ისეთი ოსტატობით არის ნათამაშები და დაგმული რომ სურათს თვალს ვერ მოწყვეტთ.

1975 წელს ვეტერანმა რეჟისორმა ჯონ ჰიუსთონმა დიდი ხნის მეგობრები ქეინი და შონ ქონერი გადაიღო ფილმში ”ადამიანი, რომელსაც უნდოდა მეფე გამხდარიყო”. ფილმი დაფუძნებულია რადიარდ ქიპლინგის პატარა მოთხრობაზე, ქეინი და ქონერი თამაშობენ გადამდგარ ბრიტანელ ჯარისკაცებს, რომლებიც მოხვდებიან ინდოეთის ერთ პროვინციაში, სადაც იქაური მცხოვრებლები დაიჯერებენ რომ ქონერი ღმერთია. ფილმში თამაშობს ქეინის მეორე მეუღლე შაკირა, რომელიც თავის დროზე გაიანას სილამაზის კონკურსის ფინალისტი იყო.

ჰიუსთონთან მაიქლ ქეინს კიდევ ერთხელ მოუწია თამაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელ დრამაში, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, როცა ტყვე ჯარისკაცები ფეხბურთის მატჩს ჩაატარებენ ფაშისტების წინააღმდეგ. ქეინს პარტნიორობას უწევდა სილვესთერ სთალონე და პელე.

თავისი პირველი ოსკარი მაიქლ ქეინმა მიიღო 1987 წელს მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისათვის ვუდი ალენის ფილმში “ჰანა და მისი დები” მეორე კი 1999 წელს ფილმისათვის “მეღვინეთა წესები”. 2000 წელს იმ ღვაწლისათვის რაც მან დასდო ბრიტანულ კინემატოგრაფს, ინგლისის დედოფალმა მაიქლ ქეინს რაინდის წოდება მიანიჭა. ცერემონიალის დროს მსახიობს მისი ნამდვილი სახელით მოიხსენიებდნენ.

დღესდღეობით სერ მაიქლ ქეინი საკუთარი კინოკომპანიისა და ექვსი რესტორნის მფლობელია, იგი ავტორია სამი წიგნისა, აგრეთვე კითხულობს ლექციებს სამსახობო ოსტატობაში და ისევ განაგრძობს ნაყოფიერ მოღვაწეობას კინოში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

"პროკურატურა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი" _ ირაკლი კობახიძე

საბერძნეთში ხანძართან დაკავშირებით საელჩომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი აამოქმედა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8.02.2026
მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8.02.2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8.02.2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო