,,კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესახებ ჩინეთმა ინფორმაცია უნდა გაამჟღავნოს”, _ ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ,,FOX NEWS” -თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ ვირუსი უხანში გაჩნდა. ვიცით, რომ ბაზრობიდან რამდენიმე კილომეტრში უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მდებარეობს. კიდევ ბევრის გაგება მოგვიწევს. აშშ-ის ხელისუფლება ბეჯითად მუშაობს იმაზე, რომ გავიგოთ რა მოხდა. საჭიროა, რომ ჩინეთმა ინფორმაცია გაამჟღავნოს“, – განაცხადა პომპეომ. მისივე თქმით, ჩინეთის ხელმძღვანელობა ვირუსზე ინფორმაციას მანამ ფლობდა, სანამ ფართო საზოგადოებას გააცნობდა.
„ეს სახიფათოა. ბევრი მოგზაურობა და გადაადგილება მოხდა მანამ, სანამ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მკაფიოდ განაცხადა, თუ რა მოხდა“, _ თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.