https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დახარჯული, ხელახლა დასახარჯი მილიონები და მაინც უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა

17:45; 26.02.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ცალსახად აღიარა ადამიანის უფლება, ჰქონდეს საკმარისი, უწყვეტი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი სასმელი თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყალი. სწორედ ამიტომ, “2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის”, მე-6 მიზნად  წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფას მოიაზრებს.

2019 წელს, “გურია ნიუსმა” და ორგანიზაცია “Post-ალიონმა” ერთობლივად იმუშავეს გურიაში, წყლის მიწოდების და სისუფთავის საკითხების ირგვლივ. კვლევის შედეგები გამაოგნებლად ცუდი იყო. შეიცვალა თუ არა ვითარება 4 წლის განმავლობაში, ჩვენი დღევანდელი მოკვლევაში მოგიყვებით. როგორც გავარკვიეთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას  ისევ უწყლობა წარმოადგენს.

მართალია, რიგ სოფლებში წყლის სისტემის მოსაწყობად ასიათასობით ლარი დაიხარჯა, თუმცა, საკითხი მაინც მოუგვარებელია და მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.

ასე მოხდა ჩოჩხათისა და სუფსის ადმინისტრაციული ერთეულების  სოფლების:  გულიანისა და ტაბანათის შემთხვევაში. ამ სოფლებში  წყლის მომარაგების სისტემის მოსაწყობად სამუშაოები ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, მაგრამ მოსახლეობა, ამ დრომდე, მაინც წყლის გარეშეა დარჩენილი.

2019 წლის 18 იანვარი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ  2019 წლის 18 იანვარს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე (#A190001099), გვიმბალაურის, ღრმაღელის, სუფსის და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში  წყალმომარაგების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად შპს “B&B” გამოვლინდა. თუმცა, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან მალევე, საქმემ დავების განხილვის საბჭოში გადაინაცვლა. საჩივრის ავტორი კი შპს “B&B” გახლდათ.

2019 წლის 18 თებერვალი

საქმე ისაა, რომ 2019 წლის 18 თებერვალს, ლანჩხუთის მერიაში გამართულ სატენდერო კომისიის სხდომაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის პირველი პირი ალექსანდრე სარიშვილი ხელმძღვანელობდა,  ზემოთ ნახსენები ელექტრონული ტენდერის საშუალებით წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები განიხილეს. განსახილველი საკითხის მომხსენებელმა ოთარ ზენაიშვილმა განმარტა, რომ  ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიას  წარმოსადგენი აქვს ხარჯთაღრიცხვა 1 101 329 ლარზე და შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი.

“სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით შემოთავაზებული ღირებულება შეადგენს 1 101 329 ლარს. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, წარმოდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა 1 101 329 ლარზე.

სატენდერო დოკუმენტაციის 1.4. პუნქტის შესაბამისად არ არის წარმოდგენილი შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი (ხარჯთაღრიცხვებში წარმოდგენილი სამუშაოების გათვალისწინებით) კვირეების მიხედვით;

სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის შესაბამისად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია პერსონალის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია. წარმოდგენილ შრომითი ხელშეკრულებებს მოქმედების ვადა აქვს გასული. შესაბამისად, დასაზუსტებელია ხელშეკრულების ვადები.

კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულის დაზუსტება არ გამოიწვევს წარმოდგენილი დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას და ექვემდებარება დაზუსტებას.

კომისიამ დაადგინა: “ელექტრონული  ტენდერის  ჩატარების  წესის  დამტკიცების  შესახებ”  სახელმწიფო შესყიდვების   სააგენტოს   თავმჯდომარის   2017   წლის   14   ივნისის #12  ბრძანების   27-ე მუხლის საფუძველზე,  შპს: “B&B”-ს მოეთხოვოს დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენა დადგენილ ვადებში (არაუგვიანეს 3   სამუშაო დღე) წინამდებარე ოქმში”, _ ვკითხულობთ სატენდერო კომისიის სხდომის ამსახველ დოკუმენტში.

სატენდერო კომისიის კიდევ ერთი სხდომა 2019 წლის 26 თებერვალს გაიმართა, რომელზეც მომხსენებელმა ოთარ ზენაიშვილმა აღნიშნა, რომ მოთხოვნის შესაბამისად, შპს “B&B”-ის მიერ, 19 და 21 თებერვალს წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული დოკუმენტები.

მომხსენებლისვე განმარტებით,  შპს “B&B”-ის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაშვებულია შეცდომა, კერძოდ, სოფ. გვიმბალაურში სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, წყალსადენის მაგისტრალისა და წყალმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის ხარჯთაღრიცხვაში მითითებული გაუთვალისწინებელი ხარჯი, ნაცვლად 3%-ისა, შეადგენს 5%-ს. სატენდერო კომისიის მდივნის ოთარ ზენაიშვილის აზრით, არსებული ხარვეზის გამოსწორება არ იქნა მოთხოვნილი 18 თებერვლის #2 ოქმით, ამასთან ერთად გაუთვალისწინებელი ხარჯის 2%-ით გაზრდა არ იწვევს ხარჯთაღრიცხვის არსებით ცვლილებას და ზიანს არ აყენებს მუნიციპალიტეტის ინტერესებს; გამომდინარე აქედან, შპს “B&B” არ უნდა დაექვემდებაროს დისკვალიფიკაციას, რასაც არ დაეთანხმნენ კომისიის დანარჩენი წევრები. მათი აზრით,  პრეტენდენტს ოქმი #2-ის საფუძველზე მოეთხოვა ცალკეული დოკუმენტაციის და მათ შორის, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებაც:

“ხარვეზების გამოსწორებისას, შპს “B&B” ვალდებული იყო ჩვენ მიერ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული, “გაუთვალისწინებელი ხარჯების” მოცულობა 3% წარმოედგინა მოცულობის შეუცვლელად, რაც დარღვეულია პრეტენდენტის მიერ. ვინაიდან არსებული კანონმდებლობით დაზუსტებული დოკუმენტაცია არ ექვემდებარება ხელმეორედ დაზუსტებას, შპს “B&B” დისკვალიფიცირებული უნდა იქნას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული “ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 32-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

კომისიამ დაადგინა, შპს”B&B”-ს მიეცეს დისკვალიფიკაცია, “ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად”.

2019 წლის მარტი

იქედან გამომდინარე, ლანჩხუთის მერიის სატენდერო კომისიამ შპს “B&B”-ის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო,  კომპანიამ საკითხის გასარკვევად დავების განხილვის საბჭოს მიმართა, სადაც  მათ მიერ წარდგენილი  საჩივრის მოთხოვნა იყო:

“1. შემსყიდველ ორგანიზაციას მიუთითოთ მის არასწორ ქმედებაზე შპს “B&B”-ს დისკვალიფიკაციის თაობაზე და მოთხოვოთ შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის დაცვით გახორციელება;

2. შემსყიდველ ორგანიზაციას მოთხოვოთ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება შპს “B&B”-ს დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით”.

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭომ,  შპს “B&B”-ის მიერ წარმოდგენილ DIS190001099_01(#AT) საჩივართან დაკავშირებით, 2019 წლის 19 მარტს იმსჯელა.

სხდომაზე საჩივრის ავტორის წარმომადგენელი გრიგოლ ნაროუშვილი იყო, რომელიც დაეთანხმა საჩივარში მითითებულ გარემოებებს და დაამატა: “შემსყიდველმა მოგვთხოვა გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება, მათ შორის _  ხარჯთაღრიცხვისა. თუმცა, ხარჯთაღრიცხვის რომელი ნაწილი იყო მიუღებელი და რომელი უნდა დაგვეზუსტებინა, აღნიშნული არ ყოფილა.

 ასევე, შემსყიდველი ორგანიზაცია აპელირებს გაუთვალისწინებელ ხარჯზე, 5%-ზე, რომელიც მათ მიერ ატვირთული ფორმულით იქნა შევსებული; უპირატესობა მიენიჭა ფორმულას და არა ციფრს. ამაზე არ იყო აქცენტი გაკეთებული და არ მიგვითითეს, რომ ესეც უნდა დაგვეზუსტებინა. ამიტომ, არ ვეთანხმებით ჩვენს დისკვალიფიკაციას. როგორც მახსოვს, დაზუსტების ოქმის გასაჩივრების ვადა დაცული გვაქვს.”

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, დავების საბჭოში  მიმდინარე განხილვისას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა. თუმცა,  2019 წლის შვიდი მარტით დათარიღებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის ახსნა-განმარტებით წერილში ვკითხულობთ:

“მოგახსენებთ, რომ პრეტენდენტის შპს “B&B”-ს მიერ წარმოდგენილ საჩივარს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2019 წლის 26 თებერვლის #3 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, არ ვცნობთ შემდეგ გარემოებათა გამო: უდავოა, რომ #AT190001099 ელექტრონულ ტენდერში აუქციონის გარეშე, შპს “B&B”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი, რის გამოც, სატენდერო კომისიის #2 ოქმით მას მიეცა ვადა დაზუსტებული დოკუმენტაციის წარმოსადგენად. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია საჩივრის ავტორის მითითება, თითქოს კომისიის ოქმში არასრულყოფილად იყო მითითებული ხარვეზების შესახებ. ამ ნაწილში საჩივრის ავტორი შემოიფარგლება მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებებით.

პრეტენდენტს სხვა მონაცემებთან ერთად მოეთხოვა ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება. შპს “B&B” ვალდებული იყო ხარჯთაღრიცხვა განეხილა პუნქტობრივად და ისე დაეზუსტებინა იგი. ასევე, ვალდებული იყო ჩვენ მიერ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული, “გაუთვალისწინებელი ხარჯების” მოცულობა 3% წარმოედგინა მოცულობის შეუცვლელად. ნაცვლად ამისა, პრეტენდენტმა, როგორც თავად განმარტავს, დაეყრდნო მხოლოდ ფორმულის მათემატიკური გამოანგარიშების წესს, რაც თავისთავად გამორიცხავს მის მიერ ხარჯთაღრიცხვის პუნქტობრივ ჭრილში განხილვა/დაზუსტებას.

სწორედ ამის გამო ვერ დააზუსტა მან დოკუმენტაცია კომისიის მოთხოვნის შესაბამისად. რაშიც ასევე ნათლად დარწმუნდებით შპს “B&B”-ს მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაციის დეტალური განხილვისას. იმის გათვალისწინებით, რომ დაზუსტებული დოკუმენტაცია აღარ ექვემდებარება ხელახალ დაზუსტებას, კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას, კვლავ მიემართა პრეტენდენტისთვის დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით. სწორედ აღნიშნული მოტივით მოხდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

ხარჯთაღრიცხვაში არსებული უზუსტობებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ არანაირად არ უმჯობესდებოდა ჩვენი, როგორც შემსყიდველის მდგომარეობა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოვახდინეთ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება შპს “B&B”-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მით უმეტეს, რომ არც შემდგომ ეტაპზე მყოფი (შპს “B&B”-ს დისკვალიფიკაციის შემდგომ გამოვლენილი) პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასით უარესდება ჩვენი პირობები”, _ წერია ახსნა-განმარტებით წერილში, რომელსაც ხელს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი აწერს.

მოკლედ, საბჭო გაეცნო რა საჩივარს და მასთან დაკავშირებულ გარემოებებს, მხარის ახსნა-განმარტებას, ასევე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ საფუძველზე გადაწყვიტა, შპს “B&B”-ს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებულიყო. საბჭომ დაადგინა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას გადაესინჯა 2019 წლის 26 თებერვლის სხდომის #3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და “შპს “B&B”-ს დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება გაეხორციელებინა “წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით”.

რაც შეეხება შპს “B&B” -ს, მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით,  მის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს წყალსადენის, კანალიზაციის, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მშენებლობა, გამრიცხველიანება და მასთან დაკავშირებული სამუშაოები.

tenders.ge-ს მონაცემებით, კომპანიას სულ მონაწილეობა მიღებული აქვს 306 ტენდერში, აქედან  24.2 % მოგებული აქვს,  3.9 % – არშემდგარი,  0.3 %-  მიმდინარე,  71.6 %  კი _ წაგებული. კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 44,047,799 ლარს შეადგენს.  მისსავე ანგარიშზეა 18,020.70 ლარის ღირებულების  ერთი გამარტივებული შესყიდვა.  საინტერესოა, რომ ამ გამარტივებული შესყიდვით კომპანიამ სრულიად არაპროფილური მომსახურება განახორციელა _ გარდაბანში, სოფელ კრწანისში, სარიტუალო დარბაზისთვის ინვენტარის მიწოდება.

2019 წლიდან _ დღემდე

მოკლედ,როგორც მოვლენებმა ცხადჰყო, სატენდერო კომისიამ, გამოტანილი ვერდიქტის თანახმად,  სხდომის #3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება გადასინჯა და გვიმბალაურის, ღრმაღელის, სუფსის და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში   წყალმომარაგების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია შპს “B&B” -ს მიანდო. თუმცა, პროექტი, რომლის გახორციელებაც 2019 წლის აპრილის ბოლოდან დაიწყო, ამ დრომდე დაუსრულებელია და სოფელ გულიანისა და სუფსის მოსახლეობა მაინც წყლის გარეშეა დარჩენილი. საქმე კი, როგორც ლანჩხუთის მერიაში განმარტავენ, ამ დრომდე  სასამართლო დავის საგანს წარმოადგენს.

სოფელ გულიანის წყლის სისტემის სათავე ნაგებობა,
რომელშიც ლანჩხუთის მერიამ 200 000 ლარი დახარჯა

გაჭიანურებული სასამართლო დავები, როგორც ჩანს, ამ კომპანიის “ხელწერაა”; მაგალითად, 2021 წელს,

კომპანია “B&B”-მ გორის მერიას კანონის დაცვისკენ მოუწოდა და საჩივარი შესყიდვების სააგენტოში წარადგინა.

საქმე იმაშია, რომ კომპანია “B&B” დისკვალიფიკაცია მისცეს, რადგან სოფელ ქიწნისში, სასმელი წყლის პროექტის გასახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერში, კომპანიამ, ლანჩხუთის მსგავსად, გეგმა-გრაფიკის მონაცემები არასრულყოფილად წარადგინა.

ჩვენ კოლეგებთან ვაზუსტებთ, გასრულდა თუ არა წყლის წამოსვლით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში 1,7 მლნ ლარის პროექტის გახორციელებისთვის ბრძოლა, მაგრამ ლანჩხუთში, კომპანიისა და მერიის მრავალწლიანი ომი დღესაც გრძელდება; მოსახლეობა კი ისევ უწყლოდაა. ამასობაში, ადგილობრივ ხელისუფლებაში “შემუშავდა” გეგმა, რომ სამუშაოების ბოლომდე მისაყვანად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხელისუფლებამ ხელმეორედ გაიღოს საჭირო თანხა და მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვაროს!

“შემსრულებელ კომპანიასთან დავა მიმდინარეობს სასამართლოში. ამავდროულად, მიდის პროექტის გადაფასება, თუ რა თანხა დაჯდება ხელახლა რომ გაკეთდეს ადგილობრივი თანხებით. დაველოდებით სასამართლო შედეგს, თუ ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება და ამის შესაბამისად, შემდეგ ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს გადაფასებულ პროექტს. ზუსტად თანხის რაოდენობა, თუ რა დაჯდება, ჯერ არაა ცნობილი. გადაწყვეტილება უკვე არის, რომ ეს სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გახორციელდეს, თუკი დავის შედეგად სხვა გარემოებები არ გამოიკვეთა”, _ ასეთია მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ალეკო კირვალიძის განმარტება.

ეს საკითხი, სხვადასხვა დროს, არაერთხელ გაჟღერდა კიდეც საკრებულოს სხდომებზე: “214 ათასი ლარი გამოიყო წყლის სისტემის მოსაწყობად სოფელ გულიანში. მილები ტყუილადაა დაყრილი, სოფელს წყალი არ აქვს. სუფსაში შესაბამისი პროექტი გახორციელდა და პრობლემაც უნდა მოგვარებულიყო, თუმცა მოსახლეობას წყალი მაინც არ მიეწოდება. რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით?!” _  წინა მოწვევის საკრებულოშიც ინტერესდებოდნენ როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები.

მერი, ალექსანდრე სარიშვილი მათ საპასუხოდ განმარტავდა, რომ  საქმეს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები სწავლობდნენ:

“ყველაზე რთული საკითხი არის წყლის თემა, რომლის მშენებლობაც დამთავრდა 2020 წელს; მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა და ხუთ სოფელში უნდა მოგვარებულიყო ამ კუთხით პრობლემა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სოფელი გულიანი და სუფსა წყლის გარეშე დარჩა. კომპანიას, რომელთანაც იყო გაფორმებული ხელშეკრულება,  მივმართეთ, რომ წყალი ვერ მივიღეთ. მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა საკითხი შესასწავლად პროკურატურაში გადაეგზავნა… ამ დღეებში ჩამოსული იყვნენ შესაბამისი საგამოძიებო უწყებიდან და მიდის საკითხის დეტალური შესწავლა”, _ ასე განმარტავდა  ლანჩხუთის მერი იქ არსებულ სიტუაციას 2021 წლის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე.

ამ პრობლემის შესახებ საუბარი მოქმედ  საკრებულოშიც  იყო;   გოჩა ჯანაშიამ, რომელიც საკრებულოში პარტია “ლელოს” წარმოადგენს, 2022 წელს გამართულ ერთ-ერთ სხდომაზე, განმარტებები მოითხოვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან:

“მაინტერესებს, რა ბედი ეწია იმ ორ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ჩოჩხათის თემის სოფელ გულიანსა  და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში, ე.წ. “უნაგირას უბანზე” მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებას. როგორც ვიცი, ორივე შემთხვევაში სამუშაოები შესრულდა, მოსახლეობამდე წყლის მილები მიყვანილია,  მრიცხველებიც დადგმულია, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, არც ერთ შემთხვევაში, მოსახლეობას წყალი  არ მიეწოდება. როცა საუბარია 100 ათასობით ლარზე, რატომ ხდება, რომ ფული იხარჯება, შედეგი კი ნულია?!” _ კითხვით მიმართა “ლელოს” წევრმა მუნიციპალიტეტის მერს.

ალექსანდრე სარიშვილის განმარტებით, პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ღონისძიებები ხორციელდება:

“სამწუხაროდ, ეს პრობლემა გვაქვს ამ  ორ სოფელში, სადაც ვერ მოხერხდა ჭაბურღილებიდან წყლის ამოღება და ბუნებრივია, პროექტიც ჯერ კიდევ შეუსრულებელია; შესაბამისად, თანხები არავისთვის არ გადაგვირიცხავს. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება შემსრულებელთან და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში დაიწყება პრობლემის მოსაგვარებლად რეალური სამუშაოები”, _ განმარტა მაშინ სარიშვილმა.

“ეს “აკოფი” არ გეგონოთ! აქ უნდა ესხას წყალი და ოთხმოც გულიანელს  უნდა უწყვეტდეს სასმელი წყლის პრობლემას. ეს გვირაბი, სადაც წყლის მაგივრად ობობები ბინადრობენ ახლა, ორასი ათას ლარზე მეტი დაუჯდა ლანჩხუთის ბიუჯეტს.

შემსრულებელმა გახსნის დღეს მოიტანა ცისტერნებით წყალი, ჩაასხა, გახსნა და მას მერე არც წყალი უნახავს მოსახლეობას და არც შემსრულებელი”,  –  ეს პოსტი ფეისბუქზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთელმა ლიდერმა, კახა  ასკურავამ 2022 წელს დადო.

ოპოზიციის მტკიცებით, ობიექტის გახსნისას,
შიგ ცისტერნით მოტანილი წყალი ჩაასხეს

ჯუმბერ ბლაგიძის თქმით, რომელიც ლანჩხუთის საკრებულოში  გიორგი გახარიას გუნდს წარმოადგენს, თუკი სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის შესაბამისი სამსახურები სათანადო კონტროლს გასწევდნენ, დღეს მოსახლეობას წყალი ექნებოდა:  “ამ კონკრეტულ ლოკაციებზე 2020 წელს უნდა დამთავრებულიყო  სამუშაოები და მოსახლეობას წყალი უნდა ჰქონოდა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ?! რომ მოვიკითხეთ რატომ არაა წყალი, მიზეზად გვისახელებენ, შემსრულებელმა არ გააკეთაო. მერია თავს იწონებს  შემსრულებელს ვუჩივლეთო, მაგრამ ეს ხალხისთვის რა შვებაა?! ყველა შეხვედრაზე, როცა საკრებულოს წევრის რანგში  მიწევს მოსახლეობასთან კომუნიკაცია, მათი მხრიდან მუდმივად ისმის კითხვა _  როდის გვექნება წყალი? სოფელ ახალსოფელშიც გაკეთდა ანალოგიური პროექტი და იქ მოსახლეობას აქვს წყალი, ანუ გამოდის, რომ  იქ მეტი ყურადღება და კონტროლი იყო შესაბამისი სამსახურების მხრიდან. მერიაში, რომელიც დამკვეთს წარმოადგენს,  არის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც  არის ვალდებული პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე თვალი ადევნოს და კონტროლი დააწესოს, თუ როგორ ხორციელდება სამუშაოები, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთი რამ არ ყოფილა მაშინ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

ოთხი წელია ეს საკითხი სასამართლოშია და რამდენი წელი უნდა კიდევ, რომ გაირკვეს? მერიას ხომ უნდა გადაემოწმებინა თავშივე, რას წარმოადგენს ეს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს სამუშაოებს?! მერიაში ხომაა აუდიტის სამსახური? როცა ერთ წელში ვერ გაკეთდა ეს პროექტი, დადო რამე მოკვლევა ინფრასტრუქტურის, აუდიტის სამსახურებმა? სანამ პროკურატურას მიმართავდნენ, არსებობს მერიის სამსახურების რაიმე დასკვნა? არაფერი მსგავსი არ გვინახავს. როცა მოსახლეობამ ხმა ამოიღო, მხოლოდ მაშინ თქვეს, იცით რა, წყალი იმიტომ არ მოდის, რომ შემსრულებელმა რაღაც ვერ გააკეთა და ჩვენ ვუჩივლეთ მასო.  როდის იქნება სასამართლო გადაწყვეტილება, არ ვიცით, ხალხი კი ისევ უწყლოდაა. ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად კი ამბობს, რომ ჩვენ რეაგირებას ვაკეთებთო, მაგრამ ფაქტია, რომ წყალი არ არის.

ისე, ამ ხელისუფლების მიერ გაწერილი პროგრამით, 2025 წლისთვის ყველგან უნდა აღდგეს წყალმომარაგება. ამდენ პრობლემას თუ ერთ წელში აღმოფხვრიან, ძალიან კარგია”,  _ ამბობს ჯუმბერ ბლაგიძე.

სოფო წილოსანი

ავტორი

ალექსანდრე სარიშვილიწყალიჯუმბერ ბლაგიძე
გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი აუხლოეს დღეებში

15:07; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო ერთ თვეში

14:59; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს

14:34; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:01; 5 დეკემბერი, 2025

თიბისი კაპიტალმა "მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა" საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა

სუს-მა მერიის თანამშრომლები დააკავა

ყველა სიახლე

სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი აუხლოეს დღეებში

15:07; 5.12.2025
საზოგადოება

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო ერთ თვეში

14:59; 5.12.2025
საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს

14:34; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი

14:23; 5.12.2025
პოლიტიკა

“დრო ჩვენთვის კი არა, თქვენთვის აითვალეთ”- კუპრაძე პაპუაშვილს

14:08; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

13:16; 5.12.2025
სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13:02; 5.12.2025
საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:01; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო