პლენარულ სხდომაზე მორიგი ამჯამად დაპირისპირება უმრავლესობის დეპუტატებსა და დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს შორის მოხდა.
“აზარტულ თამაშებზე რომ ჩააგდეთ კანონპროექტი და მარიხუანის კულტივაციაზე შემოიტანეთ, მაშინ არ შეგრცხვათ საპატრიარქოსი?” _ მიმართა ლევან კობერიძემ უმრავლესობის დეპუტატებს.
მწვავე დაპირისპირება მოხდა განსაკუთრებით ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის დეპუტატ კობა ლურსმანაშვილს შორის.
“მე შენ მახსოვხარ ჩირგვებში”, _ მიმართა გოგიჩაიშვილმა ლურსმანაშვილს. ლურსმანაშვილმა კი საპასუხოდ უთხრა, რომ ჩირგვებში თავად არის მთელი ცხოვრება.
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა იმაშიც დაადანაშაულა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მთავარი ოპოზიციური ძალაა. რის გამოც, მან პატრიოტთა ალიანსის წევრის ადა მარშანიას აპლოდისმენტები დაიმსახურა.
წყარო: https://pia.ge/