„მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს“, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ ეს არის რეკომენდაცია ერთი, და ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ და საწარმომ, რომელსაც ყოველთვის ხელს ვუწყობდით, მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინოს და ის, რაც მოხდა ბოლო პერიოდში, ფოთში, როდესაც ერთ დაწესებულებაში დაახლოებით ასამდე ინფიცირებული გამოვლინდა, რა თქმა უნდა, ცოტა სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ჩვენს თანამშრომლებს, ვიზრუნოთ მათზე და აღვჭურვოთ ყველა საშუალებით, რათა ამ ადამიანებმა თავი დაიცვან, დაწყებული პირბადით და დამთავრებული სხვა შესაბამისი საშუალებებით“, _ აღნიშნა გიორგი გახარიამ.