ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერა-გალობის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო.
მუზეუმში განთავსდება საგამოფენო ექსპონატები და საგალობლების ფონდ-საცავი, რომლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას უზრუნველყოფს ფონდი „ქართული გალობა“. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 450 000 ლარია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. ️
დღეს, სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა, ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა -ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ანზორ ერქომაიშვილმა, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა, მოადგილემ ბადრი გობრონიძემ, ფონდ „ქართული გალობისა“ და ფოლკლორის წარმომადგენლებმა.
(R)