შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ჯიხეთის დედათა მონასტერში ქადაგება პატრიარქის თანამოსაყდრეზე, მეუფე შიოზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის მისი პირადი მეგობარია.
_ სასიხარულო ის არის, რომ გურულია. მისი ბაბუა სოფელ დვაბზუში, ნაეკლესიართან არის დასაფლავებული, _ აღნიშნა მეუფე იოსებმა.
მისივე თქმით, პატრიარქის გადაწყვეტილებას უნდა ვენდოთ:
„პატრიარქის ეს ბრძნული გადაწყვეტილება, რომელსაც არავინ არ მოელოდა, შეიძლება ითქვას მზის გამონათება იყო ზოგადად იმ რთულ მდგომარეობაში, რაშიც დღეს, სამწუხაროდ, საქართველოა. მოგეხსენებათ, როგორ იდევნება ეკლესია. არ ვიცი, ეს ალბათ ვიღაცისგან ფინანსდება. ეს არ შეიძლება ქართველ კაცს მარტო თავში მოუვიდეს; საიდანღაც იძულებით ხდება და მიდიან იმხელა რისკებზე, რომ ღმერთსაც კი უპირისპირდებიან.
ადამიანი რომ ღმერთს დაუპირისპირდება, საერთოდ რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს მას და მის შთამომავლობას?! არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც მღვდელი, ვიღაც ეპისკოპოსი და მეც, მათ შორის, ცოდვილი ვიყოთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ იმიტომ ვართ ეკლესიაში და თქვენც იმიტომ ხართ, რომ ცოდვილები ვართ. უცოდველნი რომ ვიყოთ, ცაში ვიქნებოდით, _ თქვა მეუფემ და აღნიშნა, რომ ისევე როგორც ზეცაში, დედამიწაზეც არის იერარქია:
„ის, რაც კარგი თუ ცუდი ხდება, ვფიქრობ, რომ ეპისკოპოსების დამსახურებაა. პატრიარქიც ეპისკოპოსია. ეპისკოპოსი მოციქულია, რომელზეც არის მადლი გარდამოსული. ეპისკოპოსი ამრავლებს ეკლესიას, აკურთხებს მღვდლებს. მღვდლები კი აკურთხებენ ღვთის სულიერ შვილებს. მათ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ.
ის, რაც დღეს სამწუხაროდ მთელს მსოფლიოში ხდება, ძალიან დიდი დაცემაა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ეპისკოპოსების ბრალი. საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსებს კი არ ვაბრალებ ამას, მაგრამ მინდა გაგახსენოთ, რომ რამდენიმე თვის უკან შედგა მსოფლიო კრება, სადაც შეიკრიბა მთელი მსოფლიოს მართმადიდებელი ეპისკოპოსები და მხოლოდ ოთხმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ თქვა ამ კრებაში მონაწილეობაზე უარი.
რატომ თქვა უარი? _ იმიტომ, რომ ის საკითხები, რომელიც ამ კრებაზე იყო დასმული, იყო მრწამსის უარყოფა. მწვალებლებს, ბაპტისტებს, იეღოველებს, ორმოცდაათიანელებს, კათოლიკებს და ა.შ. უწოდეს ქრისტიანები. ასევე, უწოდეს ეკლესია. გავიხსენოთ მრწამსი _ მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცისა და ქვეყანისა და ერთი უფალი იესო ქრისტე. გამოდის, რომ ბევრი უფალი იესო ქრისტე ყოფილა თუ ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ ისინი ქრისტიანები არიან. ისინი სხვა რამეს ქადაგებენ და ან ისინი არიან ქრისტიანები, ან _ ჩვენ. თუ ჩვენ მათ ქრისტიანებს ვუწოდებთ, გამოდის, რომ არც ჩვენ ვართ ქრისტიანები. იმიტომ, რომ ვეთანხმებით იმ წვალებლურ, არასწორ სწავლებას, რომლის გამოც წმინდა მამებმა სიცოცხლე დათმეს“.
მეუფის განცხადებით, ამაზე რომ ჩვენ ხელი მოგვეწერა, კაცობრიობა არსებობას დაასრულებდა.
მისივე თქმით, მას აქვს უფლება ტაძარში ისაუბროს და აქ აქვს უფლება ვინმე ამხილოს:
„ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაქიქოთ ცოდვილი ეპისკოპოსი, ცოდვილი მღვდელი, ცოდვილი მრევლი საგაზეთო და სატელევიზო ინფორმაციებში. შიგნით გვაქს ჩვენი ორგანო _ არსებობს სინოდი, არსებობს სამღვდელოება, არსებობს მონასტერი და შიგნით უნდაგაირკვევს ყველაფერი თუ რაიმე დარღვევა ხდება და არა გარეთ. ყველას გაფრთხილებთ, რომ ფრთხილად იყავით _ ეშმაკთან არ მიხვიდეთ და საჩივარი არ შეიტანოთ ეკლესიაზე.
მე არ ვამბობ, რომ მართლები არ არიან, ზოგიერთი რაღაცეები სიმართლეა, მაგრამ რაც არ უნდა მართალი იყოს გინდ მღვდელი, გინდ ეპისკოპოსი, გინდ მრევლი, იცოდეთ, რომ ეს არის უდიდესი ცოდვა მათგან გამომდინარე“, _ აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას, რომელის ჩანაწერი შემოქმედის ეპარქიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ცნობილია, გვერდს მეუფე მართავს _ მრევლის კითხვებს პასუხობს და რჩევებსაც იძლევა. გამონაკლისი არც ამ ქადაგებას მოყოლილი კომენტარები ყოფილა.
უფრო მეტიც, ამ ქადაგების გამო მეუფე ბევრმა გააკრიტიკა. მათ შორის იყო დეკანოზი ილია ჭილაძე, რომელთან პოლემიკა შეურაცხყოფაშიც გადაიზარდა.
ყველაფერი კი დემე კუჭუხიძის, კომენტარით დაიწყო:
„10 ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უწოდებს ფაქტობრივად მწვალებლებს, ერეტიკოსებს ეს როგორ შეიძლება? და მათთან კვლავ ევქარისტიულ კავშირში მყოფი ეკლესიის ეპისკოპოსია? შეუსაბამოა ძალზედ და სამწუხაროა” _ დაწერა კუჭუხიძემ.
ამ კომენტარს დეკანოზ ილია ჭიღლაძის კომენტარი მოყვა: ეტყობა არ იცის ელემენტარული, რომ მწვალებლებთან ევქარისტიაში მყოფი თავადაც მწვალებელია.
„ასეთიქადაგებებისთვის, კიდე რაღაც პასუხებს რომ სცემენ მსოფლიო პატრიარქს, მრევლს ფაქტობრივად შეაზიზღეს ეს ადამიანი.. იქით მმკ ებრძვის კიდე და რავი“ _ აღნიშნავს კუჭუხიძე, რომელზეც დეკანოზი ილიაჭიღლაძე ასე პასუხობს: „მხოლოდ საკუთარ უმეცრებას და დაბნელებულ სულს ამჟღავნებენ, მეტი არაფერი”.
ჩვენ უცვლელად გთავაზობთ სოციალურ ქსელში გამართულ დებატებს:
შემოქმედის ეპარქია: მამა ილია თქვენ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ბრძანდებით და საკვირველია უმთავრესი მრწამსის დოგმატი არ იცით, რომ იესო ქრისტე ერთია და ასევე ერთია დედა ეკლესია, რასაც ჩვენ მრწამსში ვკითხულობთ. ხოლო ეგრეთწოდებული მსოფლიო კრების დადგენილებებში გარკვევით წერია, რომ მწვალებლებს ეკლესიებად და ქრისტიანებად წარმოგვიდგენენ. რა არის ეს თუ არა მრწამსის უარყოფა, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვლოცულობთ. ხოლო რაც შეეხება ევქარისტიულ კავშირს ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს წმინდა მამების ცხოვრებიდან, ბევრჯერ ჩავარდნილა ცოდვაში როგორც კოსტანტინოპოლის საპატრიარქო , ასევე სხვა ავტოკეფალური ეკლესიები ,მაგრამ წმინდა მამები არ ტოვებდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიას, არ წყვეტდნენ ევქარისტიულ კავშირს .ყველაფერს თავისი დრო აქვს. მარტო კათოლიკურ ეკლესიასთან ორი საუკუნე მიმდინარეობდა დისკუსია და როდესაც მთელმა დასავლეთმა ანუ კათოლიკეებმა მიიღეს მწვალებლური დოგმატი მას შემდეგ შეწყდა ევქარისტიული კავშირი. აი ეს არის სიმართლე მამაო.
სამწუხაროდ ასევე მინდა გითხრათ ,რომ თქვენ აბნევთ პირიქით მრევლს. ხოლო შეურაცყოფისთვის დიდ მადლობას მოგახსენებთ.
დემე კუჭუხიძე: ამ ქადაგებაში მეუფე მართლმადიდებლობიდან აცდენილს არაფერს საუბრობს ბატონებო ? სხვის მწვალებლობაზე საუბრობდე და თავად უაზრობას ამბობდე უარესია.. სასაცილოა რა..
თქვენ ტერმინ ეკლესიის განმარტება , ასევე მწვალებელის, ასევე ერეტიკოსის განმარტება ნამდვილად არ იცით.. ეს თქვენი ფოსტიდან ნათლად სჩანს!
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: შემოქმედის ეპარქია დაბნეულობა და უნდობლობა მათ შემოაქვთ, ვინც მრევლს სიძულვილს და შიშს უნერგავს, ვინც 10 ადგილობრივ წმინდა ეკლესიას განიკითხავს და გმობს, ერეტიკოსს და ეშმაკის თაყვანისმცემელს უწოდებს, ვინც ჯერ მიდიოდა კრებაზე და ბოლო დღეებში უარი თქვა, ვინც არ უსმენს თავის თანამსახურ თანაეპისკოპოსებს, ზიზღს ნერგავს მათდამი და მხოლოდ საკუთარი თავი ჰგონია ჭეშმარიტების ებგური. თქვენთან პოლემიკას არ ვაპირებ. მართლაც ცოდოა მრევლი, აქ დავსვი წერტილი. სანამ მსოფლიო ეკლესიის კოლეგა ეპისკოპოსებს გადავწვდებით და დაგმობთ სახალხოდ, იქნებ საკუთარი განგვესაჯა ჯერ??
ნათია მუჯირი: თუ ჩვენი ეკლესია ბნელია მაშინ რატომღა ხართ მისი წევრი?!
შემოქმედის ეპარქია: არც მე ვაპირებ მამაო თქვენთან პოლემიკას. რჯულის კანონში გიწერია პატრიარქს და ეპისკოპოსებს არ უნდა ლანძღავდეს და ბნელს არ უნდა უწოდებდეს მღვდელი. არსებობს წმინდა სინოდი და ესეთი საკითხები იქ უნდა განიხილებოდეს თქვენ კი მამაო საჯაროდ ბნელს უწოდებთ წმინდა სინოდს. ხელებს როგორ წევ მაღლა და სულიწმინდას როგორ ევედრები ესეთი სარწმუნოებით, ძალიან მიკვირს.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: შემოქმედის ეპარქია წმინდა სინოდისთვის არ მიწოდებია ბნელი… რატომ განაზოგადეთ თავი? და საერთოდ თქვენ ათ ეკლესიას, ათ პატრიარქს იწოდეთ ერეტიკოსი და ეშმაკის თაყვანისმცემელი, ამაზე დაფიქრდით, სანამ მუქარის ტონით რამეს მიმანიშნებთ…
შემოქმედის ეპარქია: ის ვინც იეღოველებს, ბაბტისტებს, ორმოცდაათიანელებს და სხვა უამრავ მწვალებლებს უწოდებს ქრისტიანებს და ეკლესიას, რა თქმა უნდა ცთომილებაშია. მე მამაო ძვირფასო ავტოკეფალურ ეკლესიებისთვის არ მიწოდებია მწვალებლური, იქ უამრავი ადამიანებია მათ შორის ეპისკოპოსები და სამღვდელოებაც ,რომლებიც იცავენ მართლმადიდელურ მრწამსს. ეკლესია ერთი ადამიანი არაა ის მორწმუნეთა კრებულია ,მაგრამ ვინც ხელი მოწერა კრების დოკუმენტებს ნამდვილად ცთომილებაშია და ისიც ვინც იცავს მათ.
დემე კუჭუხიძე: საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხელი რომ მოაწეროს ყველა დოკუმენტს (ღმერთმა ქნას) მაშინ რას იზამთ ??
შემოქმედის ეპარქია: აგრეთვე მინდა ძვირფასო მამაო გითხრათ, ჩვენ არ ვუწოდებთ 10 ატოკეფალურ ეკლესიას მწვალებელს, რადგანაც ამ კრებაზე დარღვეული იყო შეკრებითობის წესი, მასში არ მონაწილეობდა ყველა ეპისკოპოსი სამღვდელოება და მრევლი რომელიც არის ერთობით ეკლესია. მხოლოდ მსოფლიო პატრიარქმა და მცირე ნაწილმა ეპისკოპოსების მოაწერა ხელი, ამიტომ მას არც შეიძლება ეწოდოს მსოფლიო კრება ,ეს მათი კერძო მოსაზრებაა, ჩვენ კი არ ვიზიარებ ესეთ კერძო მოსაზრებებს მსოფლიოს სხვა ეპისკოპოსებთან და სამღვდელოებასთან ერთად.
და გთხოვთ ნუ ამძაფრებთ მდგომარეობას. მე როგორც ეპისკოპოს სრული უფლება მაქვს და მოვალე ვარ სიმართლე და ჭეშმარიტება ვასწავლო ჩემდამი რწმუნებულ ეპარქიის მრევლს, და თქვენ არანაირი უფლება არ გაქვს შფოთი შეიტანოთ ეკლესიაში თქვენ გყავთ ეპისკოპოსი და დაემორჩილეთ მას.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: შემოქმედის ეპარქია ასე ფიქრობენ ის ასობით ეპისკოპოსიც, ვინც კრებას ხელი მოაწერა. და შფოთი მე კი არ შემომაქვს, თქვენი ქადაგება იყო თავად შფოთი. ათი ეკლესია დაადანაშაულო ერესში, ესაა შფოთი სწორედ. ასე რომ…
Shroshani Shroshani: დეკანოზი ილია ჭიღლაძე სწორად არ მიმაჩნია ასე საჯაროდ ახსნა განმარტებას რომ სთხოვთ ეპისკოპოს…მადლობა ღმერთს ასეთი მართლმადიდებლობის დამცველი მღვდელმთავრები რომ გვყავს უწმინდესის წინამძღოლობით დიდება უფალს.
მარი ამი მამა ილია, გულმხურვალება, რაც თქვენგან მოდის, უფრო აგრესიაა. იქნებ სხვა ფორმა გამონახოთ.. სულ რომ არაფერი, სხვის პროფილზე აკეთებთ კომენტარს და მას მესამე პირში იხსენიებთ. ემოციებს სიჭარბე კაცს არ უხდება არათუ სასულიერო პირს. ის მეორე ყმაწვილიც უდაოდ წიგნიერი უნდა იყოს, სხვა მხრივ ვერ ვხსნი ასეთ კადნიერებას. ბოდიშის მოხდით.
მარი ამი: და კი არ შემაჩვენოთ ახლა ჩემი სიმთამამისთვის. მეც მიყვარს იმის თქმა რასაც ვფიქრობ.
სამნიაშვილი ნინო: გაოცებული ვარ მამა ილიას და მისი თანმხლები პირების აგრესიით მეუფისადმი. არ გეკადრებათ..! ბოდიშით ჩარევისთვის. ვერ მოვითმინე.
ნათია მუჯირი: მრავალჟამიერ მეუფე იოსებს.
შემოქმედის ეპარქია: მამა ილია თქვენ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ბრძანდებით და საკვირველია უმთავრესი მრწამსის დოგმატი არ იცით, რომ იესო ქრისტე ერთია და ასევე ერთია დედა ეკლესია, რასაც ჩვენ მრწამსში ვკითხულობთ. ხოლო ეგრეთწოდებული მსოფლიო კრების დადგენილებებში გარკვევით წერია, რომ მწვალებლებს ეკლესიებად და ქრისტიანებად წარმოგვიდგენენ. რა არის ეს თუ არა მრწამსის უარყოფა, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვლოცულობთ. ხოლო რაც შეეხება ევქარისტიულ კავშირს ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს წმინდა მამების ცხოვრებიდან, ბევრჯერ ჩავარდნილა ცოდვაში როგორც კოსტანტინოპოლის საპატრიარქო ,ასევე სხვა ავტოკეფალური ეკლესიები ,მაგრამ წმინდა მამები არ ტოვებდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიას, არ წყვეტდნენ ევქარისტიულ კავშირს .ყველაფერს თავისი დრო აქვს. მარტო კათოლიკურ ეკლესიასთან ორი საუკუნე მიმდინარეობდა დისკუსია და როდესაც მთელმა დასავლეთმა ანუ კათოლიკეებმა მიიღეს მწვალებლური დოგმატი მას შემდეგ შეწყდა ევქარისტიული კავშირი. აი ეს არის სიმართლე მამაო.
სამწუხაროდ ასევე მინდა გითხრათ, რომ თქვენ აბნევთ პირიქით მრევლს.ხოლო შეურაცყოფისთვის დიდ მადლობას მოგახსენებთ.