ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ საკობიანოში დაპირისპირების შედეგად ერთი მამაკაცი მოკლეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ხუთი დაჭრილია, აქედან ორი არის მძიმედ და ერთი მოკლულია. ახლა დამირეკეს და მითხრეს დაჭრილების რიცხვი ერთით გაიზარდა.
“35 წლის ახალგაზრდა მამაკაცია მოკლული. ძალიან კარგი ახალგაზრდა. ეს ყველაფერი ხდება ჰესის აშენების გამო. პანკისის ხეობის უმეტესობას, არ უნდა ამ ჰესის მშენებლობა. დღეს მოხდა დაპირისპირება, გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ეს ვიცი მხოლოდ. ახლა ავდივარ ხეობაში და გავიგებ დეტალებს. ვგრძნობდი, რაღაც ცუდი მოხდებოდა, რადგან ხალხის არავის არ ესმის და არ ითვალისწინებენ ჩვენ მოთხოვნას,”_ თქვა მაჩალიკაშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ საკობიანოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილია 1 პირი, სამი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში.