https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მამაჩემს ერთადერთი მემკვიდრე მე დავრჩი, მისი ჰონორარია თუ სხვა რამ, მე მეკუთვნის”

17:01; 25.10.2021
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების შემდეგ, პოეტის ერთადერთ მემკვიდრედ მისი ვაჟი, ვახტანგი მიიჩნეოდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაჟას შვილს, ლევანს ცოლი და შვილები დარჩა, მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი. ვინ იყო ვახტანგი, რა ამბები უკავშირდება მის სახელს და საერთოდ _ იყო თუ არა ის ვაჟა-ფშაველას ბიოლოგიური შვილი _ ამ და სხვა მისი ცხოვრების ბურუსით მოცული ეპიზოდების შესახებ მკვლევარი არჩილ ღიბრაძე გვესაუბრა.

_ ვახტანგი ვაჟას მიერ თამარ დიდებაშვილის ცოლად შერთვიდან ექვსი თვის თავზე დაიბადა. ამის გამო ლუკა იმდენად გამწყრალა ახლად შერთულ მეუღლეზე, რომ მისი უკან, დედ-მამის სახლში დაბრუნებაც კი განუზრახავს. საბოლოოდ კი, მეზობლების თხოვნით, ქალის ოჯახში დატოვება გადაუწყვეტია, მაგრამ გერი თავის გვარზე არ დაუწერია. ამ ფაქტის დასტურია ფშაველი პოეტის, მიხა ხელაშვილის ლექსი ვახტანგზე _ `თავის გვარ დავიწყებულო, რაზიკაშვილი ხდებია~. ბაჩანას შვილთაშვილის, მანანა სამაშვილის მოგონებების მიხედვით, ვახტანგი არ იყო ვაჟა-ფშაველას კანონიერი მემკვიდრე, თუმცა, მის შვილებთან ერთად, თანაბარ პირობებში იზრდებოდა. გიორგი დიდებაშვილისა და ლუკა რაზიკაშვილის ხელწერილში ვკითხულობთ: `1904 წელსა, 31 მარტს გაძლევ ამ ხელწერილს მე ამისა ქვემორე ხელის მომწერალი სოფელ ჩარგალში მცხოვრებელი, მღვდლის შვილი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი, შენ ხორხში მცხოვრებელს გიორგი დიდებაშვილს მასზედ, რომელიც მე ზემორე აღნიშნულმა პირმა წავიყვანე ხასად შენი ქალი თამარი. ლევან რაზიკაშვილი წერს ბიძას, თედო რაზიკაშვილს: 1904 წ. 9 ოქტომბერი. უძვირფასესო ბიძავ!.. ნიკოს ერთი ვაჟი შეემატა, რაც რასაკვირველია გეცოდინება. როგორც ეტყობა ჩვენ გვარს ღმერთი სწყალობს: ჩემი დედინაცვალიც ორიანად გახლავთ. ძალიან გამწყრალი იყო თამარი (დედინაცვლის სახელი) თქვენზე~.

_ როგორ მოხდა, რომ ვახტანგი, რომელსაც ვაჟამ გვარი არ მისცა, დღეს რაზიკაშვილად მოიხსენიება?

_ დიახ, ვაჟას გარდაცვალებამდე დიდებაშვილის გვარს ატარებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ლევან და მიხა რაზიკაშვილების ძალისხმევით გადავიდა რაზიკაშვილების გვარზე. ამ ფაქტს ამტკიცებს მიხა რაზიკაშვილის წერილი სანდრო რაზიკაშვილისადმი: „ამ პასპორტიზაციისათვის ქაღალდების ძებნის დროს აღმოჩნდა ვახტანგის მეტრიკა… რა თქმა უნდა ის მას იმ სახით როგორც დაწერილია, აღარ გამოადგება, მაგრამ გიგზავნი და გადაეცი როდესაც შემოივლის. „როგორც ცნობილია, მოგვიანებით, ეს “მეტრიკა“ ვახტანგმა ცეცხლში დაწვა…

_ ვახტანგ რაზიკაშვილის სახელს უკავშირდება, სამწუხაროდ, მისივე თანასოფლელის, გიორგი პირქუშაშვილის მკვლელობა… ეს ფაქტი მტკიცდება?

_ ვახტანგი თავგადაკლული კომკავშირელი და პარტიის მუშაკი იყო. ბევრი ცუდი საქმე ჩაიდინა. მიხა ხელაშვილისა და ლევანის მოკვლაშიც წილი ედო. რაც შეეხება პირქუშაშვილს, ამ ფაქტს ვახტანგის შვილი, ალექსი რაზიკაშვილიც არ უარყოფს: „ვახტანგ რაზიკაშვილს მართლა ჰყოლია მოკლული პირქუშაშვილი, რომელიც მილიციელი ყოფილა. მის თავაშვებულ საქციელს და შეურაცხყოფას მიუყვანია ვახტანგი იქამდე, რომ მოეკლა. ამასთან დაკავშირებით, დაპატიმრებულიც ყოფილა ვახტანგი და გარკვეული პერიოდი ციხეშიც მჯდარა“.

სინამდვილეში, გიორგი პირქუშაშვილი მილიციელი არასდროს ყოფილა, იგი მათემატიკის მასწავლებელი იყო. გიორგი რომ მართლა მილიციელი ყოფილიყო, ვახტანგი ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენელზე ასე ადვილად ხელს ვერ აღმართავდა… პირქუშაშვილის შთამომავლები გვიამბობენ: პაპაჩვენი, გიორგი პირქუშაშვილი, საკმაოდ განათლებული და ჭკვიანი პიროვნება გახლდათ. შესანიშნავად თამაშობდა ჭადრაკს, იყო მათემატიკის მასწავლებელი. მიხას საუკეთესო მეგობარი იყო, ამიტომაც, შურისძიების ეშინოდა და 1926 წლის 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე ტყეში ჩაუსაფრდა, თოფით ცხენიდან ძირს დასცა და შემდეგ ხანჯლით აკუწა. ხალხში ტრაბახობდა კიდეც _ უკანასკნელი ძაღლიც მოვაცილე ჩარგალსო. აღსანიშნავია, რომ დაპატიმრებული ლევან რაზიკაშვილის ბოლშევიკების კლანჭებიდან დასახსნელად შედგენილ ფშავის უბნის მოსახლეობის პეტიციის ერთ-ერთი ხელისმომწერი გიორგი პირქუშაშვილიცაა.

_ ფაქტი, რომ ვაჟას ვაჟს, ლევან რაზიკაშვილს ცოლ-შვილი დარჩა, ახლობლებისა და საზოგადოებისთვის გვიან გახდა ცნობილი. ამის მიზეზი რეჟიმის შიში იყო?

_ იყო ეს მიზეზიც და ამას ემატებოდა ვახტანგის მიზანმიმართული მცდელობა, ეს ფაქტი არ გამჟღავნებულიყო. ის ხომ თავს ვაჟას ერთადერთ მემკვიდრედ ასაღებდა?! ცნობილმა მწერალმა, გიგი ხორნაულმა მოინახულა გორში მცხოვრები ლევანის შვილები _ ქეთევან და პეპელა რაზიკაშვილები. ქეთევანი ადრე დაქვრივებულა. პეპელა კი აღარ გათხოვილა და დას ამოსდგომია მხარში. ამონარიდი დების ნაამბობიდან: `დედაც იმასა ცდილობდა, რომ არავის გავხსენებოდით, შეუმჩნევლად ვყოფილიყავით და ამას ცდილობდა ვახტანგ რაზიკაშვილიც. ყველას უმტკიცებდა და არწმუნებდა: მამაჩემს ერთადერთი მემკვიდრე მე დავრჩი, მისი ჰონორარია თუ სხვა რამ, მე მეკუთვნისო. ამიტომ იყო, რომ არც გულქანისა და თამარისა იცოდა რამე საზოგადოებამ. ვაჟა-ფშაველას იუბილეს რომ ამზადებდნენ 1961 წელს, მოსაწვევებისათვის ჩავედი თბილისში, მწერალთა კავშირში სერგი ჭილაიასთან მივედი და ჩემი ვინაობა ვუთხარი. ფეხზე წამოვარდა გაოცებული: რას მეუბნებითო, ლევანის ქალიშვილი ბრძანდებითო?! ლევანს შვილები დარჩაო? ვახტანგისაგან ჩვენ ვიცით, ლევანს არავინ დარჩენიაო. როგორ, იმან არ იცის თქვენ შესახებო?! ყვიროდა ბატონი სერგი, ლანძღავდა ვახტანგს. როგორ არ იცის. არც დიდი ხანია, რაც ჩვენთან იყო-მეთქი _ ვუპასუხე. მართლაც, იმ რამდენიმე თვის წინ იყო ჩამოსული ვახტანგი ჩვენთან. აი, ამ ოთახში ღუმელის ირგვლივ ვიყავით შემომსხდარები. ჩვენდა სასიკეთოდ კი ის არ ჩამოვიდოდა, რა აინტერესებდა, არ ვიცი. დედას და იმას კამათი რაღაცაზე მოუვიდათ. დედამ მოწმობა ამოუფრიალა _ შენ ჭკვიანად იყავი, თორემ მე ვიცი, რაც რაზიკაშვილი ხარო! ვახტანგმა ხელიდან გამოგლიჯა და ღუმელში შეაგდო, მერე გავარდა სახლიდან და გაიქცა… ლევანმა და მიხამ რაღაცნაირად მოახერხეს და რაზიკაშვილობაზე დაწერეს ვაჟას სიკვდილის შემდეგ. დიდებაშვილის მოწმობა ჩვენთან ყოფილა დარჩენილი და ეტყობა, იმისი მოსპობა აინტერესებდა ვახტანგს და მოსპო კიდეც.

_ რა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ვახტანგ რაზიკაშვილს წვლილი ლევანის დაპატიმრებაშიც მიუძღვის?

_ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ლევანი ერთად სწავლობდნენ. ჯერ თელავში, შემდეგ კი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. იქ დამეგობრდნენ. ფშავში მეგობრები საიდუმლოდ შეხვედრიან ერთმანეთს. სიფრთხილისთვის ქაქუცას რაზმი ჩარგლის მაღლა, საყდართგორაზე დაბანაკებულა ღამის გასათევად, თვითონ კი შეღამებულში ლევანთან მისულა სტუმრად. იმ დროს ლევანს გორის სოცუზრუნველყოფის გამგეობა ებარა. უქეიფიათ. ლევანს ერთი ახალთახალი ნაბადიც უჩუქებია. მეორე დღეს ღამიანადვე გაქცეულა ქაქუცა. ორჯონიკიძეს თუ ფილიპე მახარაძეს დაურეკავს მაღაროსკარში, ლევანისთვის პარტიულ-კომკავშირელთა რაზმი შეადგინეთ და ქაქუცას ბანდას გზები შეუკარით, ამოხოცეთო. რაკი ბრძანება იყო, ლევანს ვალის მოხდის მიზნით რაზმი შეუდგენია და დასდევნებია. ხალხის თვალის ასახვევად უნდოდა ქაქუცას დევნის ინსცენირება. ამ დევნაში ჩარგლის ზევით სადღაც არაგვისჭალაზე თვით ლევანის რაზმი აღმოჩენილა ქაქუცას ხალხის ალყაში. ლევანს მოუსწრია დაძახება, ლენკო (ასე ეძახდნენ, თურმე, ქაქუცას გიმნაზიაში) რას შვრები, თუ ამ ხალხის ამოხოცვას აპირებ, პირველი ტყვია ბარემ მე დამკარიო. გამოსულა საფარიდან ქაქუცა და ლევანსა და მას ერთმანეთი გადაუკოცნიათ. ჩეკისტებსა და მათ მოყურადეებს რა გამოეპარებოდათ?! 1922 წელს აფხუშოს თავზე სათივზე ნამყოფი ლევანი დაუპატიმრებიათ. კარგა ხანს თიანეთში ჰყოლიათ, მერე თბილისში, მეტეხში ჩამოუყვანიათ და დახვრეტა მიუსჯიათ. შეშფოთებულა ქართველი ინტელიგენცია, უცდიათ ლევანის ხსნა. შალვა დადიანი, პავლე ინგოროყვა და ალექსანდრე აბაშელი _ იმ დროისთვის ყველაზე სახელოვანი მწერლები მისულან ინტელიგენციისა და ხალხის სახელით სერგო ორჯონიკიძესთან, ვაჟა-ფშაველას შვილს ნუ დახვრეტთო. მისულან საქვეყნოდ ცნობილი ქართველი ქალებიც _ ვერიკო ანჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე, თამარ ჭავჭავაძე. მაგრამ `რკინის კომისარი~ ყველას ამ სიტყვებით ისტუმრებდა: `ვაჟა-ფშაველას შვილს კი არა, თავად ვაჟაც რომ ცოცხალი იყოს, იმასაც დავხვრეტდიო. ლევანი სიკვდილის წინ ოდნავაც არ შემკრთალა. იმ საბედისწერო დღეს, სანამ სათიბზე ჯალათები მიადგებოდნენ აფხუშოს თავს, ლევანს სახლში დაუბარებია, არავის უთხრათ სად ვარო. ლევანის დასაჭერად მისული ჩეკისტებისთვის მთიულას (ლევანის დედინაცვალი) და ვახტანგს მიუსწავლებიათ, აქ და აქ არისო. ვახტანგი მერეც გულდაგულ ცდილობდა ლევანის კვალის წაშლას. პირველ რიგში შურით, რაკი ის ნიჭიერი და ყოველგვარი სიკეთით შემკული იყო. იცნობდნენ, როგორც ვაჟას ღირსეულ შვილს, ხალხს უყვარდა. ვახტანგს კი პატივს არავინ სცემდა. ვაჟას ოთხივე შვილი გამორჩევით ნიჭიერი იყო, ის კი _ შესამჩნევად უნიჭო. ეს კიდევ უფრო ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ის ვაჟას შვილი არ იყო.

_ მიუხედავად ამისა, გამოდის, ვაჟამ ყურადღება და განათლება არ დააკლო მაშინ, როცა ვაჟას არცერთ ქალიშვილს განათლება არ მიუღია.

_ ვახტანგის ბავშვობის ფოტოები დასტურია მის მიმართ ვაჟას დიდი ყურადღებისა. ლევან ბოძაშვილის მონათხრობის მიხედვით, ერთხელ ვახტანგი ლევანს შარახევში წაუყვანია. `პური რო უნდა გვეჭამა, მეზობელს, გიორგი ტუქსიშვილს დავუძახე. გაუხარდა, ვახტანგის ნახვა მაინტერესებსო. ცოტა რომ შევქეიფიანდით, გიორგიმ ვაჟა-ფშაველას შესანდობარის თქმა დააპირა, ვითომ ვახტანგს ვასიამოვნებო. მამაშენ ვაჟას სულ გაანათლოს ღმერთმაო. ერთი ვაჟას სულ-საიქიოცა, იმის მამგონისაცაო! _ იყვირა ამ ვახტანგმა, _ ის კაცი თუ იყო, თქვენ ის კაცი გგონიათო?! _ აყვირდა რო სულ ცოფი ყარა. არყიანი ჭიქა ძირს დაჰკრა, გატეხა. საწყალი გიორგი, ადგა და უხმოდ წავიდა. მერე მიამბო, მაგას რა მამაფიქრებდა, რო ვაჟას ეგრე გინებას დაუწყებდა, ეგ ბეჩავი ეგა. თან იმას იძახის, ვაჟას შვილი ვარო, თან საფლავ-სამარეს უტრიალებს… მე ისა მგონავ, ჩემ ნათქომ ეწყინა, რაკი შამსწრალი ვარ, მაგაზე რო თქვა ვაჟამა, განა ჩემ გაკეთებულიაო… მაშინ ეგ ცხრა-ათი წლისა იქნებოდა… ქვევიდან საიდანღაც მოვდიოდით ცხენებითა. ვაჟაც ჩვენთან იყო. იმას ცხენის გავაზე ეგ ვახტანგი ჰყავდა შემოსმული. შარახეულაზე რო მოვედით, წვიმებისაგან წყალი წამოდიდებული იყო. ვაჟას ცხენმა წაიფორხილა და ვახტანგი წყალში ჩავარდა. არიქა, ვაჟავ, ვაჟავ! ბალღი ჩავარდა წყალშიო! _ ავტეხეთ ყვირილი, გავიქეცით მისაშველებლად. ჩავარდეს მაგის დედაც, განა ჩემ გაკეთებულიაო! _ ალბათ ბალღის უშნოობამაც გააბრაზა ვაჟა, ტახტს რატომ მაგრა ვერ ჩაეჭიდაო, ამაჰკრა ცხენსა და წავიდა. ვახტანგი ჯანაშვილ იოსებს შემოვუსვით ცხენის გავაზე და იმან წაიყვანა. ჩემ სიტყვა იმიტომ ეცა სენცეცხლასავითა, რომ იფიქრა დამცინისო, რაკი ამან იცის, ვაჟაის შვილი არა ვარო. გიორგის ეგონა ეგრე, თორო რამდენჯერ შევსწრებივარ, ვაჟა ცუდად მოეხსსენიებინოს. ეჯავრებოდა, ვერ უხსენებდი. მუზეუმის თანამშრომლებს კვლევის უფლებას არ აძლევდა. თბილისში სხვანაირად ეჭირა თავი _ იქიდან ჰონორარებს ელოდა, როგორც ვაჟას ერთადერთი მემკვიდრე.

_ ვახტანგ რაზიკაშვილის სახელი არცთუ დადებით კონტექსტში გვხვდება პოეტ მიხა ხელაშვილის პირადი ცხოვრების ეპიზოდებშიც… ვახტანგი მისი უახლოესი მეგობარი და შვილის, თამარის ნათლია იყო…

_ ტყეში გასული მიხა ხელაშვილი ჩარგალში დარჩენილ მეუღლეს, დედუნას და თავის პატარა გოგონას შორიდან დასტრიალებდა თავს. ტყიდან ჩამოსცქეროდა ჭოგრიტით, `უგერიებდა~ ირგვლივ მობორიალე თაყვანისმცემლებს. ერთ-ერთი მათგანი მექალთანეობით ცნობილი ვახტანგ რაზიკაშვილი ყოფილა. მისთვის დაუბარებია ტყიდან: `ეგრე უთხარით ვახტანგსა,/ხელაშვილ დაგმდურებია./ ჩემგან რა გინდა, რას მეძებ,/რაისთვი მიმზირდებია!/იცოდე, იქ ნუ გაივლი,/სადაც ხელაის გზებია!/თავის გვარდავიწყებულო,/რაზიკაშვილი ხდებია! დედუნას ხელნაწერი, რომელიც მიხასა და მის შვილს, თამარს მოეპოვება, შემდეგი შინაარსისაა: `ბალღი არ ენახა. ერთხელ შემომითვალა, სახლს იქით მამულში გაიარე და იქ დაჯექი, ბალღი დურბინდით უნდა ვნახოო. მე ძალიან მეწყინა, შინ რად არ მოიდაო. განა არ ვიცოდი, ჩვენს სახლს ტყიდან მილიცია ჰყარაულობდა. იმას, იქ მოსვლა სიკვდილს უქადდა. ბალღი გავიყვანე. ნახა, ალბათ. შემომითვალა: აბა, შენ იცი, არ დაღონდეო… ერთ დღეს, ზამთრის პირი იყო, მიხა ჩვენს ეზოში მოვიდა. გარეთ გამოვედი და მივეგებე. შინ ვერ შემოვალ, ჩქარა უნდა წავიდე, აქ არავინა მნახოსო, _ თქვა, _ ამ ზამთარს კახეთში მივდივარ. შენ აქ იყავ, გაზაფხულზე შენც წაგიყვან, თუ არ მომკლეს და ცოცხალი დავრჩი. თუ მომკლეს, შენ იცი შენი თავისა. ნუ გასთხოვდები, ახადს წაგიყვანენ ჩვენები. თუ ჯალაფთ არ დაგაყენეს და ჩხუბი დაგიწყეს, იქ თავის საკუთნო ოჯახში იქნები. ქვეყნის მოჯამაგირეობას ის გირჩევია, ე შვილი კარგად გაზარდო და თავადაც უსაყვედუროდ იყო. ახლა შენ იცი, მე ვერ შეგისრულებ დანაპირებს მაშინ, თუ ცოცხალი აღარ ვიქნები და შენც დასთმეო, – თქვა, გამომეთხოვა და წავიდა. რა ვიცოდი, თუ ცოცხალს ვეღარა ვნახავდი. იმის შემდეგ ბევრი წვალება ვნახე, ბევრი ტანჯვა გამოვიარე, მიხაი კი არამ დამავიწყა~. დედუნასთან ვახტანგს შეეძინა შვილი, ალექსი. ის ბერიანიძის გვარს ატარებდა, მხოლოდ ჭაბუკობისას გადაიყვანეს რაზიკაშვილის გვარზე. ამბობდნენ, მიხას მკვლელს, ლევან გარსევანიშვილს, ხელი აჰკანკალებია მიხასთვის თავში დახლისას. ბოლო მომენტში კაცის კვლაში უკვე გამოცდილმა კომკავშირელმა დაჰკრაო. არსებობს ვერსია, რომ ეს გამოცდილი კომკავშირელი ვახტანგი გახლდათ. მიხას მოკვლის ამბავი იმ დღეს დამალეს. მეორე დღეს კი სწორედ ვახტანგი გაიქცა მაღაროსკარში მილიციისთვის ახალი ამბის შესატყობინებლად.

_ ვახტანგ რაზიკაშვილი ვაჟა-ფშაველას მუზეუმის დირექტორიც იყო…

_ მან პირადი ინიციატივით მუზეუმი დაანგრია და კვლავ ააშენა, რითაც შენობას პირვანდელი სახე და ისტორიული მნიშვნელობა დაუკარგა. მწერალი და მკვლევარი ალექსი ჭინჭარაული წერს: `1979 წლის გაზაფხულზე მთლად უცნაური რამ ვნახე: ვაჟასეული სახლის ნაშთი, რომელშიაც ვაჟას მუზეუმი იყო გახსნილი, საძირკვლიანად დაუნგრევიათ, ისე რომ კედლების ქვებიც კი არ არის დანომრილი. გვითხრეს, რესტავრაციას უკეთებენ მუზეუმსო. რესტავრაცია ძველის განახლება-აღდგენაა და არა ძირფესვიანად შეცვლა…“ ვახტანგის დირექტორობის პერიოდში დაიკარგა მუზეუმის უამრავი ექსპონატი და მიმოწერა… ვახტანგ რაზიკაშვილის საფლავი დღემდე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოშია, რაც ცალსახად დაუშვებელია. სახლ-მუზეუმი სასაფლაო არაა და ასეთ პრეცედენტს მსოფლიო არ იცნობს. მეორეც, მიხა ხელაშვილისა და გიორგი პირქუშაშვილის მკვლელის საფლავს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში რა უნდა?! ასევე ფიქრობდა ვაჟას ქალიშვილი, გულქან რაზიკაშვილი: „არ მამწონ, რო ვახტანგის სამარე ამ ეზოშია. რა ვიცი რატო იბრძოდა, მე და შენ მანდ უნდა დავიმარხოთო, _ მითხრის…“ კარგი იქნება, თუ ვახტანგ რაზიკაშვილის შთამომავლები, რომლებიც უდიდეს სიყვარულს ავლენენ ვაჟა-ფშაველასადმი, დროულად გადაიტანენ ვახტანგის საფლავს შესაფერის ადგილას და ამით საქმით დაამტკიცებენ პოეტისადმი პატივისცემას.

[sexy_author_bio]

გაზიარება133Tweet83Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11 დეკემბერი, 2025
ისტორია

რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

09:54; 8 დეკემბერი, 2025
ისტორია

კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

10:21; 22 ნოემბერი, 2025
ისტორია

როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

10:45; 17 აგვისტო, 2025
ისტორია

„ფირალად“ გავარდნა

10:29; 1 ივნისი, 2025

ირაკლი კობახიძე: რომელი ნესტან-დარეჯანი მიხეილ სააკაშვილია, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამებთან  იწყებს თანამშრომლობას

ყველა სიახლე

ფინანსები

2026 წლიდან თანამდებობის პირების ხელფასები კვლავ იზრდება – ვის რამდენი ექნება ანაზღაურება

11:50; 11.12.2025
საზოგადოება

Touch Summit-ზე გიგა კაკაშვილმა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შესაძლებლობები წარადგინა

11:41; 11.12.2025
საზოგადოება

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

11:33; 11.12.2025
სამართალი

უმძიმესი ავარია ნაძალადევში – მანქანა ჯერ შვილს დაეჯახა, შემდეგ _ დედას

11:22; 11.12.2025
ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11.12.2025
ბახვიჰესი

საზოგადოებასთან ურთიერთობები – გამჭვირვალობა და ჩართულობა

10:46; 11.12.2025
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: “ეს არის მორიგი თავდასხმა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე”

10:41; 11.12.2025
პოლიტიკა

“ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია შიდა საქმეებში და საქართველო  ამის საუკეთესო მაგალითია” _ მაკა ბოჭორიშვილი 

10:38; 11.12.2025
ზაფრანი

იპოვე შენი პროფესია…

10:08; 11.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

10:07; 11.12.2025
ზაფრანი

რაში მდგომარეობს თქვენი ჯადოსნური ძალა

10:06; 11.12.2025
ზაფრანი

რა ხდის ბედნიერს ზოდიაქოს ნიშნებს

9:58; 11.12.2025
პოლიტიკა

“ერთადერთი სარგებელი, რაც აქედან შეიძლება მივიღოთ ისაა, რომ გაიზრდება “ოცნებით” უკმაყოფილოთა რიცხვი” – დავით ზურაბიშვილი

9:53; 11.12.2025
საზოგადოება

წვიმა და თოვლი _ როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:49; 11.12.2025
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

9:47; 11.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო