სოფელ ჭოპორტში ორი ადამიანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე გარდაცვლილების ოჯახის წევრია. მამაკაცმა საკუთარი დედა და და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით დაიწყო.