,,ჩვენ სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს განათლების სისტემაში”, _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
,,გვაქვს სერიოზული ჩამორჩენა განათლების სისტემაში, აქედან გამომდინარე, ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩემი მთავრობის პრიორიტეტი. ჩვენი ამოცანაა, აღნიშნული რეფორმის შედეგად საქართველოში 20-25 პროცენტით გავზარდოთ ადამიანური კაპიტალის ინდექსი. ამასთან ერთად ჩვენ კონკრეტული ეკონომიკური ორიენტირი ავიღეთ, რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ რეფორმის დანერგვისას.
ერთ-ერათი მთავარი კრიტერიუმი გახლავთ ის, რომ განათლების სფეროს უნდა ჰქონდეს, ჩვენს შიდა პროდუქტში არანაკლებ ორნიშნიანი ნიშნულისა, ანუ 10-11 პროცენტის წილზე მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორის. სადაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება პროფესიულ განათლებას, ამასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელსაც მომავალ წელს წარმოვიდგენთ. რომლის მიხედვითაც ახალ კომპონეტს დავამატებთ ჩვენს საინვესტიციო კლიმატს. ეს შეეხება ინვესტორებისთვის შეთავაზებას თანადაფინანსების პროფესიული სწავლებების , რომ მათ წვდომა ჰქონდეთ უფრო კვალიფიციურ პერსონალზე”, განაცხადა პრემიერმა.