https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მამუკა ბახტაძე: შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო _ 1, 28 და 8000

6:06; 7.06.2019
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველო პატარა, თუმცა დიდი ხედვის მქონე ქვეყანაა, რომელიც იმ გზაჯვარედინზე იმყოფება, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს,ჩრდილოეთი – სამხრეთს, უძველესი ტრადიციები – ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს და სადაც ეკონომიკური შესაძლებლობები უხვადაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ შესაძლებლობებსა და აშშ-თან მჭიდრო სტრატეგიულ პარნიორობაზე.

“შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000. პირველი რიცხვია 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში და მთელს რეგიონში და არჩეულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 6-წლიანი ვადით. თავად არჩევნებიც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის წინსვლის გამო მრავალფეროვნებისა და დემოკრატიის მიმართულებით. მეორე რიცხვია 28. ზუსტად ამდენი წელია, გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დავადექით, როგორც დამოუკიდებელი ერი. სიამაყით ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა ამ გზაზე ყველა ნაბიჯის გადადგმისას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კომუნიზმისგან თავის დაღწევის შემდეგ, საქართველო მტკიცედ შეუდგა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზას, რაც მოიცავს ისეთი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ქმედითი და წარმომადგენლობითი დემოკრატიაა და ამომრჩევლების წინაშეა ანგარიშვალდებული.

“განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველო ყველაზე რეფორმატორ ქვეყნად მიიჩნევა მსოფლიოში. ეს არის ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მქონე ქვეყანა რეგიონში და ფართოდ არის აღიარებული ბიზნესი კეთების სიმარტივის გამო. მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო განაკვეთების სიმცირით. კაპიტალდაბანდება ჩვენს ხალხში და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში განვახორციელეთ, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ აყალიბებს საქართველოს რეგიონის ცენტრად. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, დღეს ნატო-სა და ევროკავშირის ზღურბლზე ვიმყოფებით, სავაჭრო შეთანხმებებს ვაფორმებთ ისეთ მეგობრებთან და მოკავშირეებთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. მსოფლიო ბანკის ჯგუფის შეფასებებით, საქართველო მე-6 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგით მე-7 ადგილზე ვართ ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, ხოლო ღია მმართველობაზე ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე მე-5 ადგილზე ვართ ღია ბიუჯეტის ინდექსში. ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი სწორი მიმართულებით ვითარდება – იქნება ეს პრესის თავისუფლება, ეკონომიკური ზრდა, რომელიც 5 პროცენტს აღემატება და სამეზობლოში ორჯერ მეტია, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციები თუ სხვა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მესამე რიცხვი, რომელზეც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, 8 000-ია, ვინაიდან, მისი თქმით, სწორედ ამდენი წლის ისტორიას ითვლის ღვინის წარმოება საქართველოში.

“არქეოლოგების კვლევების შედეგად, საქართველო მსოფლიოში მეღვინეობის სამშობლოდაა აღიარებული. საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 8 000 წლის წინ დაიწყო, დამწერლობის შექმნამდე 3 000, ხოლო რკინის ხანის დაწყებამდე 5 000 წლით ადრე. ქართული დამწერლობაც კი ვაზის ლერწმის მოხაზულობას წააგავს. ქართული წარმოშობისაა ვაზის ბევრი ჯიში, რომელიც დღეს ევროპასა და აზიაში მოჰყავთ. ამ სასმელის აღმნიშვნელი სიტყვა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში განსხვავებულადაა დამკვიდრებული, თუმცა ყველა მათგანი სავარაუდოდ ქართული ძირისაგან წარმოსდგება და ჟღერადობითაც წააგავს ღვინოს. ახლა კალიფორნიამ უკვე ბევრი რამ იცის ღვინის შესახებ. ჩემი ინფორმაციით, პირველი კალიფორნიული ღვინო 1760 წელს ჩამოისხა. თქვენ მსოფლიოში ამ სასმელის მე-5 უმსხვილესი მწარმოებელი ხართ – წელიწადში 240 მილიონი კასრი ისხმება და 75 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური საქმიანობა წარმოებს, 300 000 და მეტი სამუშაო ადგილი იქმნება – და ეს ყველაფერი კალიფორნიის ფარგლებში. სავსებით არ არის ცუდი მაჩვენებელი ორიოდე ასეული წლის მქონე საქმიანობისთვის. საქართველოში 8 000 წლის განმავლობაში ტემპი ცოტათი დაბალი იყო, თუმცა ჩვენს ღვინოს დაძველება უხდება. როდესაც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ 8000 წლის განმავლობაში, საბოლოოდ ნამდვილად იხვეწები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველები გაუტეხელი, პირდაპირი, ერთგული, ოპტიმისტი და თავდაჯერებული ხალხია, თუმცა, კვლავ გამოწვევების წინაშე იმყოფება. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე, რომლის შედეგად მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი, იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

“ახლა, 8000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციისა და საბჭოთა ოკუპაციის 70-წლიანი გამოცდილების შემდეგ რუსეთს არ მივცემთ ჩვენი მომავლის განსაზღვრის უფლებას. სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს ბედისწერას და მომავლის ხედვას, რაც შემდეგ ამბიციას ეფუძნება: საცხოვრებლად, სამუშაოდ და განსავითარებლად შევქმნათ მსოფლიო დონის ქვეყანა. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ეს ნამდვილად არ მოხდება ძალის გამოყენებით. მხოლოდ დემოკრატიული გზით, შესაძლებლობების გაჩენის, განვითარებისა და ჰუმანური გზით”, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ ისაუბრა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტების შესახებ და ხაზი გაუსვა ძლიერ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას.

“საქართველო ძლიერი სამხედრო მოკავშირეა აშშ-ისთვის. ის არის რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გამწევი დემოკრატიის შუქურა. ჩვენ მაღალ წონით კატეგორიაში ვასპარეზობთ გლობალური პოლიტიკის რინგზე. ქართველი სამხედროები ჩვენი მოკავშირეების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთსა და ერაყში. მახარებს, რომ აშშ-ის კონგრესმა ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა აღიარა და ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობთ. გასულ თვეში წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიისგან ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას და რუსეთის ავანტიურიზმი დასჯადი გახდება სანქციებისა და სხვა მნიშვნელოვანი ბერკეტების გამოყენებით. საქართველო დედამიწაზე ბოლო დიდი და ბოლომდე აღმოუჩენელი ადგილია. ჩვენი ბუნება შავი ზღვის სანაპიროდან იშლება ევროპაში ყველაზე მაღალ მთათა სისტემამდე და კავკასიონის დიდ კალთებს მოიცავს. ჩვენ გვაქვს ღვინის წარმოების ხელშემწყობი კლიმატი, რაც ჩრდილოეთ კალიფორნიის ამინდს წააგავს. ჩვენს კულტურას ფესვები გადგმული აქვს ევროპულ ღირებულებებსა და ცივილიზაციაში. გახსნილები ვართ ბიზნესის კეთებისთვის და მივესალმებით კალიფორნიელ მეწარმეებს, რომლებიც საქართველოში მრავლად არსებულ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. ჩვენი რეგიონული ბაზარი გულისხმობს ნახევარ მილიარდ მომხმარებელზე წვდომას. ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო უნიკალურ შესაძლებლობებს ვთავაზობთ ამერიკელ ბიზნესმენებს, რომლებიც ევროპისა და აზიის ბაზრებზე გასვლას ერთი გეოგრაფიული ადგილიდან მოახერხებენ”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”- სალომე ზურაბიშვილი ერნოტთან შეხვედრაზე

14:56; 18 იანვარი, 2026
პოლიტიკა

„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“

17:26; 17 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16 იანვარი, 2026

ხანძარი ლილოში _ დამწვარია 1000 კვ.მ. ფართი და პროდუქციის ნაწილი

სემეკი „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

ყველა სიახლე

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:12; 18.01.2026
საზოგადოება

ბავშვების სახელზე გაფორმებული ნანგრევები: რატომ ვერ იღებს დაზარალებული ოჯახი კუთვნილ დახმარებას?

15:58; 18.01.2026
პოლიტიკა

“განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”- სალომე ზურაბიშვილი ერნოტთან შეხვედრაზე

14:56; 18.01.2026
საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18.01.2026
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18.01.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

11:18; 18.01.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:09; 18.01.2026
სამართალი

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

11:06; 18.01.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

10:20; 18.01.2026
მსოფლიო

ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:11; 18.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9:56; 18.01.2026
ზაფრანი

„ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

9:41; 18.01.2026
ზაფრანი

განსაკუთრებული „ამბავი“

9:36; 18.01.2026
ზაფრანი

„შემთხვევა“ თბილისში

9:27; 18.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო