https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მარიამ ჯაში განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და ბაღების ავტორიზაციაზე

13:03; 9.03.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2012 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, სკოლამდელი განათლების სისტემაში დასაქმებული აღმზრდელების 31%-ს შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ან უმაღლესი განათლება არ ჰქონდათ.

სიტუაცია არც მას შემდეგ შეცვლილა. განათლების არმქონე აღმზრდელები, პედაგოგთათვის მიუღებელი სასწავლო სახელმძღვანელო და ბაღები სპეციალისტების კონტროლის გარეშე _ ეს ის რეალობაა, რაც გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს და რის შესახებაც ჩვენმა კორესპონდენტებმა გადაცემისთვის “არჩევანი _ მე!” სპეციალური სიუჟეტი მოამზადეს.

სიუჟეტში საუბარია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევაზე, რომელიც აჩვენებს, რომ კარგად ორგანიზებული სკოლამდელი განათლება ხელს უწყობს ბავშვების მოსწრების გრძელვადიან გაუმჯობესებას სკოლებში, მათ შორის, უფრო მაღალი შედეგების მიღებას, კლასში ჩარჩენილი ბავშვების რაოდენობის კლებას და უკეთეს საგანმანათლებლო მიღწევებს, უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ჩათვლით. ეკონომიკურმა გათვლებმა ისიც აჩვენა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა, რომელიც ქვეყანამ შეიძლება განახორციელოს.

ამ ინვესტიციაში კი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი დებს თანხას, თუმცა, როგორც გაირკვა, უკონტროლოდ. ბაღებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის ზედამხედველობას მხოლოდ ბაღების გაერთიანება ახორციელებს, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, არაკვალიფიური სპეციალისტები ჰყავთ.

კვალიფიკაციის პრობლემა დგას საბავშვო ბაღებშიც _ უმაღლესი განათლების არმქონე პედაგოგები და უმაღლესი განათლების მქონეთათვის მიუღებელი სასწავლო პროგრამა _ ეს გურიის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღების საერთო პრობლემაა.

როგორც გაირკვა, ჩოხატაურში არსებულ ათამდე ბაღში უმაღლესი განათლება არც გამგეებს აქვთ და არც აღმზრდელებს _ საშუალო, საშუალო სპეციალური _ ასეთი მონაცემებია პედაგოგთა პირად საქმეებში.

ჩოხატაურის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ნინო ბარამიძეს არ მიაჩნია პრობლემად, რომ პედაგოგებს უმაღლესი განათლება არ აქვთ. არადა, ბაღების გაერთიანებაში გასულ ორ წელიწადში უმაღლესი განათლების მქონე პირის 14 განცხადება შევიდა და აქედან მხოლოდ 6 დანიშნეს აღმზრდელ-პედაგოგად.

_ ჩვენ გვყავს სულ 53 მასწავლებელი აქედან, ალბათ, 26-27 უდიპლომო იქნება, _ ამბობს ბარამიძე.

 _ დიპლომი არ არის აუცილებელი?

_ როგორ არ არის და მივესალმები, რომ პედაგოგი იყოს უმაღლესი განათლებით, მაგრამ პრობლემას ამ წუთში ვერ ვხედავთ. ეს პედაგოგები გადავამზადეთ და ისინი მშვენივრად ართმევენ თავს საქმეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო ბარამიძემ.

მას, ვისაც დიპლომი აქვს, სხვა პრობლემა აწუხებს _ სახელმძღვანელო, რომელშიც ბევრი ისეთი ჩანაწერია, რაც პედაგოგებისთვის გაუგებარია:

_ ამ სახელმძღვანელოთი სწავლება შეუძლებელია. ამიტომ, ხშირად ვცდილობთ, გვერდი ავუაროთ და სხვა პროგრამით ვასწავლოთ, _ გვითხრა ჩოხატაურის #1 ბაგა-ბაღის აღმზრდელმა მაია ჯიბუტმა.

ანალოგიურად ფიქრობენ ოზურგეთისა და ლანჩხუთის საბავშვო ბაღების პედაგოგებიც.

სახელმძღვანელო, რომელშიც ისიც კია მითითებული, თუ ვის მიერ გამოცემული წიგნი წაუკითხონ ბავშვებს, მასწავლებლებისთვისაც პრობლემაა და როგორც ამბობენ, ეს საკითხი იმ ტრენინგების დროსაც დასვეს, რომელიც მათ გადამზადებას ემსახურებოდა.

როგორც გავარკვიეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომუშავე 122 აღმზრდელი მასწავლებლიდან 34 პედაგოგია უმაღლესი განათლებით, 78 მათგანს პროფესიული განათლება აქვს, ხოლო 10-ს _ საშუალო.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ავთანდილ მექვაბიშვილი ამბობს, რომ პედაგოგისთვის უმაღლესი განათლების ქონა აუცილებელია. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანება ახალშექმნილი ორგანიზაციაა და უმაღლესი განათლების აუცილებლობა ახალი ბაღების კადრების დაკომპლექტების დროს გაითვალისწინეს. მექვაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ძველი კადრები ვერ გაუშვეს და იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ქვეყანაში სპეციალიზირებული პედაგოგების ნაკლებობაა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომუშავე 122 პედაგოგიდან, 2015 წლის ნოემბერში მხოლოდ 30 აღმზრდელი მასწავლებელი გადაამზადეს _ დანარჩენების გადამზადებას ახლა გეგმავენ.

ახალი სტანდარტების შესაბამისად გადამზადებას საჭიროებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მომუშავე 103 აღმზრდელი და უფროსი აღმზრდელი. როგორც ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, ყველა მათგანს უმაღლესი განათლება აქვს და გასულ წელს გადაამზადეს კიდეც. თუმცა, ახალი სტანდარტით მათ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი. ეს ბაღების გაერთიანებაშიც იციან და შესაბამისი დაფინანსების მოლოდინში არიან.

როგორც გაირკვა, პედაგოგების უმრავლესობა გადამზადებული ჰყავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებას, სადაც 56 პედაგოგიდან მხოლოდ ერთი _ მეორე ცვლის აღმზრდელი პედაგოგია არასრული განათლებით.

აღსანიშნავია, რომ ახალმიღებული კანონის თანახმად, 1 ოქტომბრამდე, საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ, თუმცა, ამ მონაცემებით და რეალობით ბაღის ხელმძღვანელებს ეეჭვებათ, რომ ამას შეძლებენ _ მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სკოლამდელი განათლებაა, რაც ახლა სპეციალური განათლების არმქონე, უფრო მეტიც _ საშუალო განათლების მქონე პედაგოგების ხელშია.

უნდა ითქვას ისიც, რომ დღემდე, სკოლამდელ განათლებას კანონი არ არეგულირებდა. 2015 წელს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, იუნისეფის მხარდაჭერით შემუშავებული კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც ერთწლიანი განხილვების შემდეგ მიიღეს. კანონი ძალაში სრულად 2020 წელს შევა, თუმცა, მანამდე რიგი ეტაპებია გასავლელი _ ბაღები, რომელმაც ოქტომბრამდე ავტორიზაცია უნდა გაიარონ, სამინისტროების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დადგენილების და რეკომენდაციების მოლოდინში არიან.

რა პრობლემებს უქმნის კანონი მუნიციპალიტეტებს, რა აწუხებთ პედაგოგებს და რა საკითხებზე მუშაობს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი და რატომ არის საჭირო კანონის გადახედვა _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გადაცემაში საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ვრცლად ისაუბრა.

_ პირველი აპრილიდან დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტების შემუშავება, როგორც განათლების, ასევე, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროების მხრიდან. ასევე, მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშაონ მთელი რიგი ნორმატიული აქტები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რეალურად გახორციელდეს 2015 წელს კანონით მიღებული ვალდებულებები, როგორც ინფრასტრუქტურის კუთხით, ასევე, პროფესიონალური სახელმწიფო სწავლების სტანდარტების თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან ინტენსიური კონსულტაცია და სამუშაო პროცესი უკვე გვაქვს დაწყებული საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის ბაზაზე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის მთავარი არ არის მხოლოდ ნორმატიული აქტების მიღება _ მთავარია, სისტემის მზაობა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს უკვე მზად აქვთ დადგენილების პროექტები, როგორც სანიტარულ-ჰიგიენური, ასევე, კვების და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტების მიერ შესამუშავებელი სტანდარტების და მონიტორინგის პროექტებიც მზად არის, რომლის განხილვაც 1 აპრილს მოხდება, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას მარიამ ჯაშმა.

_ ქალბატონო მარიამ, რეგიონებში ეს საკითხი პრობლემურია. როგორც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ამბობენ, სტანდარტების წარდგენა ვერ მოხდება 1 აპრილამდე, რადგან მათ კანონით გათვალისწინებული პროექტები სამინისტროების დადგენილების შემდეგ უნდა შეიმუშაონ. არადა, კანონის მიხედვით, ყველა უწყებას დოკუმენტების წარმოსადგენად 1 აპრილი აქვს განსაზღვრული.

_ ძალიან კარგია, რომ ეს თემა წამოწიეთ. ჩოხატაურის რაიონის მაგალითიდან ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხის უფრო კრიტიკულად განხილვა. თბილისის მაგალითზე კი, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კომუნიკაცია მუნიციპალიტეტსა და შესაბამის სამინისტროებს შორის ნამდვილად არსებობს. თუმცა, ამის შემდეგ უფრო გავამახვილებ ყურადღებას, რომ სამინისტროებსა და მუნიციპალიტეტებს შორის უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს.

_ აღმოჩნდა, რომ ბაღებში, მასწავლებლების უმეტესობას, არამც თუ უმაღლესი, პროფესიული განათლებაც კი არ აქვთ. უფრო მეტიც, ჩოხატაურში, რამდენიმე საბავშვო ბაღს საშუალო განათლების მქონე პირი მართავს. ახალი კანონის თანახმად, კვალიფიკაციის სტანდარტები მუნიციპალიტეტმა უნდა დაადგინოს, თუმცა, თუ კი პოლიტიკური ნება არ იქნება, შესაძლებელია, რომ ეს თემა ისევ ღიად დარჩეს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება, გაკეთდეს იმისთვის, რომ მშობელს, რომელსაც ბავშვი საბავშვო ბაღში მიჰყავს, ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ მის შვილს კვალიფიციური პედაგოგი ასწავლის?

_ თქვენს წუხილს კიდევ ბევრ რამეს დავამატებდი. პრობლემების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია სისტემაში. “გურია ნიუსის” ჟურნალისტური მოკვლევის მაგალითზე სურათი კარგად ჩანს. ჩვენ კი, სწორედ ამიტომ ვატარებთ ძალიან სიღრმისეულ ანალიზს, გვაქვს სპეციალური კითხვარებიც იმისთვის, რომ გვქონდეს რეალური სურათი. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ნებისმიერი მშობლისთვის უმნიშვნელოვანესია სანდოობა, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიონალური კუთხით _ უნდა ვიცოდეთ, ვის ვუტოვებთ ჩვენს შვილებს. ჩვენი შიდა სამუშაო დოკუმენტებიდან გამომდინარე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ აღმზრდელ პედაგოგებთან დაკავშირებით იქნება განსაკუთრებული მოთხოვნები. ასევე, სასწავლო პროგრამის დამხმარე პროგრამაში ჩართული სხვა პროფესიონალებისთვის იქნება განსაზღვრული კრიტერიუმები. ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ პედაგოგის საბაზისო საწყისებში გვყავდეს კარგად მომზადებული კადრები არა მხოლოდ კონკრეტული საგნობრივი მიმართულებებით, არამედ, ზოგადად, ფასეულობების, ბავშვთა უფლებების დაცვის, ღირსეული მოპყრობის კუთხით. პრაქტიკულად, ერთი წლის წინ შეიქმნა პირველი საბაზისო კანონი საქართველოში, რომელმაც ძალიან კარგი დასაწყისი მისცა პრობლემის დარეგულირებას. ახლა ველოდებით სტანდარტებს, რომელიც კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების დეტალიზაციას მოახდენს და ასევე, პროფესიული სტანდარტებს განსაზღვრავს. შესაბამისად, ეტაპობრივად გვექნება გეგმა, როგორ შეიძლება საბავშვო ბაღების სისტემა გახდეს როგორც ხელმისაწვდომი, ასევე ხარისხიანი და ინკლუზიური.

_ ხელმისაწვდომობაში რას გულისხმობთ? დღეს ბაღები უფასოა, რასაც ბევრი უარყოფითად აფასებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მსგავსად, ეს თემაც გადაიხედოს და ბაღი ყველასთვის უფასო არ იყოს?

_ ამ ეტაპზე, დაფინანსების საკითხის გადახედვა არ განიხილება, სანამ არ იქნება სრულფასოვანი ანალიზი და არ მოხდება გრძელვადიანი ხედვის დაგეგმარება ამაზე საუბარიც არ მოხდება. თუმცა, გეთანხმებით, რომ მაშინ, როცა საბავშვო ბაღების უფასო გახდა, რეალურად არ დათვლილა ეს რა დაჯდებოდა.

_ 4 წელია, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია და ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა. ამ წლების განმავლობაში, პედაგოგები იმ სახელმძღვანელოთი ასწავლიან, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს. ჩვენ ამ საკითხზე განათლების მინისტრის მოსაზრებაც გვაინტერესებდა, მაგრამ ალექსანდრე ჯეჯელავამ უარი გვითხრა… თქვენ თუ იცნობთ ამ სახელმძღვანელოს და რა შეგიძლიათ, გვითხრათ?

_ პირველ რიგში, ვერ დაგეთანხმებით იმიტომ, რომ სისტემური ცვლილებები არ გახორციელებულა სისტემაში, განსაკუთრებით სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაზრისით. ეს პროცესები ახლა მიმდინარეობს _ პირველად შემუშავდა კანონი, რომელიც სკოლამდელი ასაკის აღზრდისა და სისტემის დასარეგულირებლად მივიღეთ. ჩვენ მიერ მიღებულმა რეგულაციებმა სანდოობა გაიზარდა საბავშვო ბაღების მიმართ. მე სამგორის მაჟორიტარი ვარ და შეგვიძლია ეწვიოთ არა ერთ გახსნილ ბაღს, რომელიც ძალიან კარგ და პოზიტიურ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ, როგორც შენობის, ასევე კვების სტანდარტის თვალსაზრისით.

გარდა ამისა, განათლების სისტემაში გახორციელდა არა ერთი ცვლილება, რომელმაც ხელმისაწვდომობა გაზარდა ამ მიმართულებით _ განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის იყო ეს კარგი, რომლებსაც ტრანსპორტირების პრობლემა ჰქონდათ. აქცენტი გვაქვს სოფლის სკოლების გაუმჯობესებაზე.

გეტყვით იმასაც. რომ ბოლო 4 წელიწადში პედაგოგების ხელფასი 65%-ით გაიზარდა. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს გეთანხმებით _ ეს პრობლემა არა მხოლოდ ბაღებში, სკოლებშიც დგას და ამაზე მეც და განათლების მინისტრსაც ბევრჯერ გვისაუბრია. გრიფირების წესი, რომელიც მოქმედებდა 2017 წლამდე, იყო ძალიან მოუქნელი და არსებული რეგულაციებით სამინისტროს არ ჰქონდა შესაძლებლობა რადიკალური ცვლილება შეეტანა. ამიტომ, ეს კრიტიკა ეკუთვნის წინა ადმინისტრაციას. წელს სიტუაცია შეიცვალა _ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება ამ მიმართულებით გავაკეთეთ.

რაც შეეხება სახელმძღვანელოს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ის 2012 წელსაა შემუშავებული ილიაუნის უნივერსიტეტის მიერ განათლების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის დეპარტამენტის და გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციებით. თუმცა, პედაგოგიკაში მეთოდიკა ვითარდება და შესაბამისად, სახელმძღვანელოებიც დასახვეწია. გეთანხმებით, რომ გვჭირდება მაქსიმალურად თანამედროვე სტანდარტის სახელმძღვანელოები, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას მარიამ ჯაშმა.

მისივე ინფორმაციით, ეს სფერო მალე დარეგულირდება, თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ბაღების ავტორიზაციის დრომ გადაიწიოს _ მარიამ ჯაში ფიქრობს, რომ კანონის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ავტორიზაცია 1 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, შესაძლოა გადაიხედოს. ამის მიზეზად კი იმ პრობლემებს ასახელებს, რომელიც ამჟამად ბაღებში დგას და რომლის მოწესრიგებას კანონი 1 ოქტომბრამდე ითვალისწინებს _ მათ შორის ინფრასტრუქტურას.

მარიამ ჯაში ეთანხმება მოსაზრებას, რომ საბავშვო ბაღების უმრავლესობა კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს და მათი დახურვა მოხდება. სწორედ ამიტომ ფიქრობს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ავტორიზაციის დრო გადაწიონ და აღნიშნავს, რომ ამას შემოდგომაზე გასამართ თვითმმართველობის არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორ მოუწევთ აბიტურიენტებს რეგისტრაციისას ფაკულტეტების არჩევა – მინისტრის მოადგილის განმარტება

13:05; 9 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

12:08; 9 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – კორუფციის მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა

12:02; 9 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“კლი­ნი­კა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რი მი­იყ­ვა­ნეს” _ ტრაგედია ჩოხატაურში

11:48; 9 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება

11:35; 9 დეკემბერი, 2025

ყელის ტკივილის განკურნების საუკეთესო მეთოდები

"საქართველო იტალიის მეგობარი ქვეყანა და სანდო პარტნიორია" _ გიორგი კვირიკაშვილი

ყველა სიახლე

მსოფლიო

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

15:17; 9.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: 30-მა ადამიანმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს

14:52; 9.12.2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს

14:36; 9.12.2025
სამართალი

შსს: უპრეცედენტო რაოდენობის – 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გავანადგურეთ

14:01; 9.12.2025
ზაფრანი

რატომ იჩემებთ ნივთებსა და აქსესუარებს

13:53; 9.12.2025
ზაფრანი

გიყვართ შოკოლადი?

13:51; 9.12.2025
ზაფრანი

ზამთრის სტილი

13:49; 9.12.2025
ფინანსები

რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

13:20; 9.12.2025
საზოგადოება

როგორ მოუწევთ აბიტურიენტებს რეგისტრაციისას ფაკულტეტების არჩევა – მინისტრის მოადგილის განმარტება

13:05; 9.12.2025
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა!

12:50; 9.12.2025
საზოგადოება

გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

12:08; 9.12.2025
საზოგადოება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – კორუფციის მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა

12:02; 9.12.2025
საზოგადოება

“კლი­ნი­კა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რი მი­იყ­ვა­ნეს” _ ტრაგედია ჩოხატაურში

11:48; 9.12.2025
საზოგადოება

სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება

11:35; 9.12.2025
სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:48; 9.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო