https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მაროკოული „დესანტი“ კატარს იპყრობს

9:55; 13.12.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს, კატარის მუნდიალზე პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება და ლეო მესის არგენტინა ხორვატიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ფავორიტად სამხრეთამერიკული ნაკრები მიიჩნევა, მაგრამ ევროპულმა გუნდმა მეოთხედფინალში მუნდიალის გამარჯვების ერთ–ერთი კანდიდატი ბრაზილია გზიდან უკვე ჩამოიცილა. აშკარაა რომ მოდრიჩი და მისი თანაგუნდელები მაქსიმალურად დაიხარჯებიან რომ ლეგენდარულმა ლეო მესიმ საფეხბურთო კარიერა მსოფლიო ჩემპიონის წოდების გარეშე დაასრულოს.

გუშინ ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა დღევანდელ ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„პერსონალური დაცვა მესის წინააღმდეგ? არა, ამას არ ვაპირებთ. ცხადია, ვიცით, რომ არგენტინის ნაკრებში მთავარი ფიგურა მესია, მაგრამ პერსონალური დაცვა არაა საჭირო. სამაგიეროდ, ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ მესისკენ მიმავალი გზები გადავკეტოთ. უნდა ვეცადოთ, რომ მესიმ ბურთი ხშირად არ მიიღოს. ლეო ბევრს არ დარბის, ის ელოდება! სამაგიეროდ, როცა ბურთს მიიღებს, სრული ძალა და ენერგია აქვს. ამიტომ, მას ბევრი სივრცე არ უნდა მივცეთ.

თუ თავს ისე დავიცავთ, როგორც ამას ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ვაკეთებდით, მაშინ მესი ხშირად ვერ მიიღებს იმდენ სივრცეს, რაც მას სჭირდება. არგენტინა ნიდერლანდებს 2:0-ს უგებდა და მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა – ეს აჩვენებს, რომ არგენტინა დაუმარცხებელი არ არის.“

არგენტინასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა ხორვატიის ეროვნული გუნდის ლიდერმა ლუკა მოდრიჩმაც:

„მადრიდის „რეალს“ და ხორვატიას ერთი დეენემი აქვთ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და არასოდეს ვნებდებით. მინდა კიდევ ერთი ნახევარფინალი არა დიდი მოთამაშის, არამედ დიდი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშო. ლეო მესი ძალიან დიდია, ის მათი საუკეთესო ფეხბურთელია და ჩვენ მის შესაჩერებლად დიდ სირთულეებს გადავაწყდებით, მაგრამ მზად ვართ და ამისთვის ყველაფერს გავიღებთ.

იმედია ფინალში გასასვლელად ჩვენი მონდომება საკმარისი იქნება. ყველა დიდ ქვეყნებს აქცევს ყურადღებას, ჩვენ კი პატარა ქვეყანა ვართ და არავინ გვითვალისწინებს. თუმცაღა, ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს, სხვები ფავორიტები არიან, ჩვენ კი ჩრდილში ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ მატჩების ადრე დასრულება გვსურს და არ გვინდა მისი პენალტებამდე მიყვანა, მაგრამ თამაშების მოსაგებად ყველა ხერხს მივმართავთ,“ – განაცხადა ლუკა მოდრიჩმა.

მაროკოში კი დიდი ზეიმი გრძელდება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მაროკოს ავიახაზებმა ოცდაათი სპეციალური რეისი დანიშნა, რათა გულშემატკივრები კასაბლანკადან დოჰაში ჩაიყვანოს საფრანგეთთან ნახევარფინალურ მატჩზე დასასწრებად.

„Royal Air Maroc“–ის ავიახაზებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ისინი გულშემატკივარს შესაძლებლობას მისცემენ ასეთ ისტორიულ მომენტს, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაა, მაქსიმალურად ცოტა ადამიანი დააკლდეს.

გუშინ, მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ მაროკო სილვესტერ სტალონეს კინოგმირ როკი ბალბოას შეადარა.

„ფეხბურთის თვალსაზრისით ასეთი დიდი ქვეყნების დამარცხება შეუძლებელია, მაგრამ მწველი გულით, ღია სულით, კარგი ტაქტიკით და გულშემატკივრების დიდი სიყვარულით ეს შევძელით. ახლა ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ. ასევე ბედნიერი ვარ ესპანეთის გამო, რადგან ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მაროკოსთან წაგება ნამდვილი სირცხვილია. თუმცა, დაინახეს, რომ ჩვენი დამარცხება ადვილი არაა.

დიახ, ტაქტიკა ავიღეთ დიეგო სიმეონესგან პორტუგალიისა და ესპანეთის წინააღმდეგ. არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ ჩოლომ იცის, რასაც აკეთებს და ამას ძალიან კარგად აკეთებს. ტაქტიკურად კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს ღია სივრცეები არ დავუტოვეთ, ვიცოდით, რომ გვყავს ტექნიკური მოთამაშეები, რომელთაც შესაფერის მომენტში შეუძლიათ განსხვავების შექმნა. გარდა ამისა, ძალიან გაგვიმართლა.

საფრანგეთთან შეხვედრა კარგია, რადგან ეს ჩემი მეორე სამშობლოა. წარმოუდგენელი იქნება დეშამის გუნდის წინააღმდეგ თამაში. მაროკოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის როკი ბალბოაა. თუმცა, ეს სულაც არ არის სასწაული, არამედ გუნდის შრომის შედეგია. ესპანეთის შემდეგ ძლიერი პორტუგალია დავამარცხეთ, ყველა დაღლილობამდე იბრძოლა, ეს მხოლოდ ჩვენს მებრძოლ სულისკვეთებას უსვამს ხაზს“, – განაცხადა ვალიდ რეგრაგიმ.

საინტერესოა, რომ მაროკოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი და აგრეთვე, მთავარი მწვრთნელი საფრანგეთშია დაბადებული. ვალიდ რეგრაგის ყოფილი თანაგუნდელი ახლა საფრანგეთის ნაკრების ერთ–ერთი ლიდერია – ოლივიე ჟირუ.

ისინი „გრენობში“ 2007 წელს ერთად თამაშობდნენ. მაშინ მაროკოელი მცველი 32 წლის იყო და კარიერის ბოლო ეტაპს გადიოდა, ხოლო ჟირუმ კარიერა სწორედ „გრენობლში“ დაიწყო.

მსოფლიოს ჩემპიონატის წინ რთული წარმოსადგენი იყო, რომ საფრანგეთი ნახევარფინალში მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდებოდა. კილიან მბაპემ იხუმრა კიდეც, რომ თუ მისი და აშრაფ ჰაკიმის გუნდები პლეი ოფში ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ის იძულებული გახდებოდა მეგობარი გაენადგურებინა, ჰაკიმმა კი ასევე ხუმრობით უპასუხა: „მე ვაპირებ მბაპეს დამხობას“.

მბაპე და ჰაკიმი „პსჟ“–ს შემადგენლობაში ერთად 2021 წლიდან თამაშობენ. მაროკოს მარჯვენა მცველს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში თანაგუნდელის აყვანა მოუწევს, რაც ამ დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას სძენს.

გუშინ, ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავმა ნეიმარმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„მეოთხედფინალში განცდილი მარცხი მოსვენებას ამ დრომდე არ მაძლევს. მიზანთან ასე ახლოს ვიყავით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, წაგება ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე. მარცხი უფრო ძლიერს მხდის, თუმცა, იმხელა ტკივილიც მოაქვს, რომ ჭრილობის მოშუშებას დიდი დრო სჭირდება. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბრაზილიელ ხალხს უდიდესი მხარდაჭერისთვის. მადლობა კატარს ყველაფრისთვის. დიდებული თასი იყო, რომელიც ბრაზილიაში უნდა წასულიყო, თუმცა, ღმერთის ნებით, ეს არ მოხდა. ახლა, დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად უნდა გავატარო და ენერგია აღვიდგინო, რადგანაც ამ წაგებასთან ერთად ცხოვრება რთული იქნება. ახლაც ძალიან მტკივა,“– განაცხადა ნეიმარმა.

მაროკოსთან დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა კრიშტიანო რონალდომაც.

„პორტუგალიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი და ამბიციური ოცნება იყო. საბედნიეროდ, საერთაშორისო დონეზე მრავალი ტიტული მოვიგე, მათ შორის პორტუგალიისთვის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სახელის მსოფლიოში უმაღლეს დონეზე დაყენება, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო.

ამისთვის ვიბრძოდი. ამ ოცნებისთვის მთელი ძალით ვიბრძოდი. 16 წლის განმავლობაში, ხუთ მუნდიალზე, ყოველთვის დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად და მილიონობით პორტუგალიელი ხალხის მხარდაჭერით, ყველაფერი გავიღე. ყველაფერი მოედანზე დავტოვე. არასდროს დავნებებულვარ და არასოდეს დამითმია ეს ოცნება.

სამწუხაროდ, გუშინ ოცნება დასრულდა. ცხელ გულზე რეაგირება არ ღირს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, ბევრი ვარაუდი გაკეთდა, მაგრამ ჩემი ერთგულება პორტუგალიისადმი წამითაც არ შეცვლილა. ყოველთვის ვიბრძოდი ყველა მიზნისთვის და არასდროს ვაქცევდი ზურგს თანაგუნდელებსა და ჩემს ქვეყანას.

ჯერჯერობით, სათქმელი ბევრი არაფერია. მადლობა პორტუგალიას, მადლობა კატარს. მშვენიერი ოცნება იყო, სანამ გაგრძელდა. ახლა დროა დავფიქრდეთ და დასკვნები გამოვიტანოთ,“ – დაწერა რონალდომ.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ, მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების მეოთხედფინალური მატჩი შეაფასა და კრიშტიანო რონალდოს თადარიგში დარჩენაზე კომენტარი გააკეთა.

„თუ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას აპირებ, რონალდო თადარიგში არ უნდა დატოვო. კარგია, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ ამან გაამართლა, მაგრამ ყოველთვის ასე არ მოხდება. მაროკოსთან მარცხში უმთავრესი დამნაშავე ფერნანდო სანტუშია,“ – განაცხადა ფიგუმ.

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა უგო ლორისმა ჰარი კეინის გაცუდებულ პენალტზე კომენტარი გააკეთა. ლორისი და კეინი წლებია ლონდონის „ტოტენჰემში“თანაგუნდელები არიან.

„საბედნიეროდ კეინმა პენალტი ვერ გაიტანა. ეს კარგია საფრანგეთის ნაკრებისთვის, მაგრამ მე ყოველთვის ვწუხვარ, როცა თამაშის შემდეგ ჩემს თანაგუნდელს ასე მოწყენილს ვხედავ. აუცილებელია გამარჯვებით გახარება, მაგრამ მნიშვნელოვანია მეტოქის პატივისცემა. პატივს ვცემ ჰარის და მწყინს მისი ამ მდგომარეობაში ხილვა. თუმცა, ეს არის ფეხბურთი და ჩვენ მომდევნო ეტაპზე ვართ,“ – განაცხადა უგო ლორისმა.

ინგლისის ნაკრები სახლში კვლავ მედლების გარეშე, თუმცა …კატით ბრუნდება.

„მანჩესტერ სიტის“ მცველებმა ჯონ სტოუნზმა და კაილ უოკერმა ალ–ვაკრაში, ბაზის ახლოს, უპატრონიო კატა ნახეს, დაუმეგობრდნენ და დეივი დაარქვეს.

უოკერს უთქვამს, რომ ტურნირზე გამარჯვების შემთხვევაში, დეივს სახლში წაიყვანდა და მიუხედავად მარცხისა, მაინც წაიყვანენ. კატა ადგილობრივ საავადმყოფოში გაივლის სამედიცინო შემოწმებას, ოთხი თვე კარანტინში მოუწევს ყოფნა, მერე კი მანჩესტერში გაამგზავრებენ.

კატარში მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას კიდევ ერთი ჟურნალისტი გარდაიცვალა – ხალიდ ალ–მისლამი.

ის ტელეკომპანია „Al Kass“–ის ფოტორეპორტიორი იყო და მუნდიალის გაშუქების პერიოდში გარდაიცვალა. მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მსგავსი შემთხვევა მოხდა. ნიდერლანდებისა და არგენტინის მატჩის დროს ამერიკელი ჟურნალისტი, გრენტ უოლი გარდაიცვალა, რომელიც სტადიონზე იმყოფებოდა.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ქსკ “ლანჩხუთის” მეკარე თათია გაბუნია სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

20:21; 27 დეკემბერი, 2025
სპორტი

სამტრედიელი მერი არაბიძე ,,მაიას თასი 2025″-ის გამარჯვებულია

09:46; 18 დეკემბერი, 2025
სპორტი

განადგურებული მოედანი და გაბრაზებული ფანები – რა მოხდა სტადიონზე, სადაც მესი დაგეგმილზე ნაკლები დროით გამოჩნდა

11:40; 14 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025

სად გაქრნენ „ნამდვილი მამაკაცები“?

პერუელები ანდების შეღებვას აპირებენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, დღეიდან აღნიშნული უფლება ავტომატურად აღუდგებათ

22:27; 1.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- მეწყერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

18:54; 1.01.2026
საზოგადოება

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

17:09; 1.01.2026
საზოგადოება

უამინდობა საქართველოში _ გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

16:37; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ

14:50; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალება

14:16; 1.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

13:14; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს

12:39; 1.01.2026
სამართალი

მძღოლები დღეიდან ამ დარღვევის გამო 100 ლარით დაჯარიმდებიან

10:48; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა    

10:44; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას   

10:42; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ გაჩნდა ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

10:38; 1.01.2026
ზაფრანი

საქართველოს კუთხეების საახალწლო რიტუალები

10:36; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული საახალწლო ტრადიციები

10:31; 1.01.2026
საზოგადოება

ალიკაპის გარეშე გასეირნება – ₾150, მიტოვება – ₾5 000 _ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი ამოქმედდა

10:30; 1.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო