„მართალი ადამიანის დაჩაგვრა არავის მოეწონება. ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძეს ექნება საშუალება იმისა, რომ ნებისმიერ ინსტანციაში იდავოს და საკუთარი სიმართლის დამტკიცება შეძლოს. რაც შეეხება კონკრეტულად წერილს, აღნიშნულის შინაარსი, ჯერჯერობით, არავის უნახავს. თუ ბუნებაში წერილი არსებობს, მისი გასაჯაროება ნათელს ბევრ რამეს მოჰფენს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „ქართული ოცენბის“ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, დეპუტატს ვკითხეთ, როგორ ფიქრობს, რატომ დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში და ჰგონია თუ არა, რომ ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ არსებული კრიზისის დაძლევას შეძლებს. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში მისი დაბრუნება ეფექტურ შედეგს გამოიღებს.
„ირაკლი ღარიბაშვილთან კარგი ურთიერთობა, მეგობრობა და ბრძოლა მაკავშირებს, ის ყოველთვის გუნდის გაერთიანებას ცდილობდა და მას პარტიის ერთ-ერთ სერიოზულ რგოლად მივიჩნევ. გარდა ამისა, ღარიბაშვილი გუნდის შიგნით და საზოგადოების თვალშიც დადებითად ფასდება. ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კარგად აკვირდებოდა და ახლა საკუთარ გამოცდილებას ქვეყანას მოახმარს, რაც ვფიქრობ, ეფექტურ შედეგს გამოიღებს“, _ აღნიშნა პაპუაშვილმა.