საქმე არ ეხება გაზიან სასმელებს. ჯანსაღი ლიმონათი ან თუნდაც ერთი ჭიქა წყალი, რომელსაც გაღვიძებისთანავე მიიღებთ, ორგანიზმისთვის წამალივითაა. ის ეხმარება სისხლის მიმოქცევას, აშორებს ორგანიზმს ტოქსინებს და გკვებავთ ენერგიით. ყოველ დილას დალიეთ ერთი ჭიქა ჯანსაღი სითხე და ისაუზმეთ 15 წუთის შემდეგ. შედეგს თავადე დაინახავთ.
იკვებეთ დღეში სამჯერ, მაგრამ მთავარია არ წაიხემსოთ კვებებს შორის, ეს ძლიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ორგანიზმმა სწორად იმუშაოს. იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტით და ეცადეთ არ დაარღვიოთ შუალედი. ეს დაეხმარება როგორც ტვინს, ასევე კუჭ-ნაწლავის სისტემას სწორ მუშაობაში.
დაივიწყეთ კონსერვანტები და კონტეინერები. ნახევრადფაბრიკატები და საერთოდ ყველა პროდუქტი, რომელიც არ არის ჯანსაღი და ახალი, მავნეა ორგანიზმისთვის. დეტოქ-კვებაში შედის ახალი ხილი და ბოსტნეული რომლებიც ერთობლივად კვებავენ ორგანიზმს და წმინდავენ მას.
იკვებეთ იმ პროდუქტით, რომელიც თავად შეიცავს გარკვეული რაოდენობის შაქარს და მარილს და რომლებიც ორგანიზმს გაწმენდაში ეხმარება. მოერიდეთ ზედმეტი რაოდენობის მარილის და შაქრის მიღებას.
კამა საკვებს პიკანტურობას სძენს, მისი არომატი ძალიან უხდება სალათებსა და ცხელ კერძებს, კამა სასარგებლოა ორგანიზმისათვის. ის მონელების სისტემას ეხმარება უკეთ მუშაობაში და შლაკებს დევნის ორგანიზმიდან. სხვათა შორის, უმჯობესი იქნება, თუ ამას დაიხმასოვრებთ და გაგახსენდებათ მაშინ, როდესაც არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევთ.
როგორც ცნობილია, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. თუ ტოქსინები გაწუხებენ, კარგი იქნება ერთ ძველ, მაგრამ ეფექტურ ხერხს მიმართოთ. მიიღეთ ნახშირი, რომელსაც არ აქვს არც გემო და არც სუნი, და თუ მას ლიმონიან ლიმონათში გაურევთ, შეგიძლიათ მეგობრები შავ სასმელზეც კი დაპატიჟოთ საღამოს, არ ინანებთ.
ბიფიდო ბაქტერიების არსებობა ორგაიზმში აუცილებელი იმისათვის, რომ მან კარგად იმუშავოს და მონელების სისტემის ფუნქციონირებას შეუწყოს ხელი. მიიღეთ ისინი ყოველდღიურად, იოგურტის სახით და ორგანიზმი ძალიან მალე გაჯანსაღდება.
თუ თქვენ შოკოლადი გიყვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენს ორგანიზმს შეუძლია ყველა კარგი თვისება მიიღოს ამ გემრიელი პროდუქტისგან. მთავარია გაითვალისწინოთ, რომ თუ აქამდე 70%-იან შოკოლადს მიიირთმევდით, ეცადეთ 80% ზე გადახვიდეთ.
ერთი ჭიქა გვირილას ჩაი, ძილის წინ მშვიდ ძილში დაგეხმარებათ და ასევე, მონელების სიტემას გაგიუმჯობესებთ.

































































