თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით, დახუჭეთ ერთი თვალი და დააკვირდით წრეს. თუ შავი ხაზებიდან რომელიმე უფრო მუქად გეჩვენებათ სხვებთან შედარებით, მაშინ ნუ დაიზარებთ და ოფთალმოლოგს ეწვიეთ.
მოქნილობა _ დაჯექით იატაკზე, ფეხები წინ გაჭიმეთ და შეეცადეთ ხელის თითებით ფეხისას შეეხოთ. თუ ადვილად გამოგდით, მაშინ თქვენი სხეული ფორმაშია. თუ გიძნელდებათ, სასურველია სპორტით დაკავდეთ, რომ სხეული არ მოეშვას და სახსრები არ დასუსტდნენ.
გული _ 5 წუთით მოდუნდით და სიჩუმეში იყავით. შემდეგ 4 თითი მეორე ხელის მაჯის შიდა მხარეს, პულსზე დაიდეთ. დანიშნეთ 1 წთ და დაითვალეთ დარტყმის რიცხვი. 10 წლის ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილებისთვის ნორმად ითვლება 60-100 დარტყმა წუთში. თუ პულსაციის რიცხვი მეტია ან ნაკლები, მაშინ სასურველია კარდიოლოგს მიმართოთ პროფილაქტიკისთვის.
თითები _ ჩაასხით ჭიქაში ძალიან ცივი წყალი და ჩაყავით შიგ თითები 30 წამით.თუ თითის წვერები გათეთრდა ან გალურჯდა, სისხლის მიმოქცევა დარღვეული გაქვთ.სასურველია ამ დროს თავი აარიდოთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას.
სასუნთქი სისტემა _ თქვენს წინ დაიჭირეთ ანთებული ასანთი. ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით, თან შეეცადეთ, რომ ასანთი ჩააქროთ. თუ ცეცხლის ჩასაქრობად რამდენიმე ცდა დაგჭირდათ, ე.ი. სასუნთქი სისტემა შესუსტებულია. ამის მიზეზი კი შეიძლება მოწევას, პასიური ცხოვრების წესს ან სასუნთქი გზების პრობლემებს უკავშირდება.