https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

11:05; 9.05.2018
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი ავთანდილ მოქია, კარგა ხანია, მარტო უძღვება უზარმაზარ საშინაო მეურნეობას.

_ უნდა დაწეროთ? კი, მარა, მაინც არ დაგიჯერებენ. აქ რომ მოდიან, მაშინაც არ სჯერათ, რომ ამ ყველაფერს მარტო ვაკეთებ, მაგრამ მე იმას ვერ ვიჯერებ, რატომ უკვირთ? რა უნდა ამ ყველაფრის გაკეთებას, თუ კაცი ცოცხალი ხარ? _ გვეუბნება მასპინძელი, რომელიც საკუთარი კარმიდამოს ჭიშკართან ახლოს ჩამომდინარე ღელესთან, საგანგებოდ მოწყობილ იხვებისა და ბატების საცურაო აუზებთან მივყავართ. ორივე სახეობის ფრინველთა მრავალრიცხოვან გუნდს თავისი აუზი და სათავსო აქვს. მეფრინველეობაში ბიზნესის დაწყება ორი წლის წინ დაიწყო და უკვე შედეგით კმაყოფილია.

მიუხედავად, საქმიანობის მრავალფეროვნებისა, ავთანდილ მოქიასთვის მთავარი საზრუნავი მაინც იხვის და ბატის ფერმაზე მზრუნველობაა. ამ ფრინველებს ჭირი და დაავადება ნაკლებად ვნებს, ადვილად იზრდება, მათი ხორცი უგემრიელესია და მასზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა _ ამ ყველაფრის გამო, როგორც თავად ამბობს, გადაწყვიტა მისი ძირითადი საქმიანობა ამ ფრინველებით შემოფარგლულიყო, თუმცა, როგორც მეურნემ, საქმიანობა 30 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ახლა ინკუბატორს დასტრიალებს თავს. მალე უთვალავი იხვისა და ბატის ჭუკი ეყოლება. ბატ “ლინგას” და “პეკინურ იხვს” დიდი მოწონება და გასავალი აქვს. “ინდიუტკების” პოპულარობას ბევრი კლიენტი მიჰყავს ავთანდილ მოქიას მეურნეობაში. როგორც ვთქვით, ორი წელია, რაც იხვისა და ბატის ბიზნესს მიჰყო ხელი. პარალელურად, “სულბატრას” და “ფენიქსის” ჯიშის ქათმები შეიძინა, რომელთაგან ზოგი ეზოში დასეირნობს, ზოგიც კი გალიების გარემოს ამჯობინებს.

_ ახლა მინდა, ერთ-ერთი ბატის სახეობა მოვაშენო, რომლის ღვიძლის წონა 900 გრამია და დელიკატესად ითვლება. თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ არ მინდა _ როცა შედეგი მექნება, მერე გეტყვით… ხშირად მეკითხებიან, მარტო როგორ აკეთებ ამდენ რამესო და შესაძლოა, ესეც არ დაიჯერონ, _ ეცინება ჩვენს მასპინძელს, _ არადა, ბევრი არაფერი სჭირდება ამ ყველაფერს _ უბრალოდ, ცოტა უნდა გაინძრე. შრომისადმი შემოქმედებითი მიდგომა ადამიანს სულის ქსოვილებში აქვს, ყოველ წუთს რაღაც ახალს აღმოაჩენ. მე მაღიზიანებს ხელებდაშვებული ადამიანი _ ყოველი მეათე რომ შეძლებისდაგვარად ირჯებოდეს, ქვეყანას სიზარმაცის სენისგან განკურნება დაეტყობა. გასაჭირი არის, მაგრამ ელოდე მთავრობას და ააფრინე ალალი…

ავთანდილ მოქიას კარმიდამოს მნახველი, პირველ რიგში, აუცილებლად იტყვის, თურმე, მარტო კაცი ჭამაში ბრალი სულაც არ არის და სასწაული თუ გინდა ჩაიდინო, მას უნდა უყურო და მიბაძო. აქ დომინირებს შინაური ფრინველების, იხვებისა და ბატების ფერმა, თუმცა, უხვადაა ფუტკარიც, უთვალავი დეკორატიული თუ ყვავილოვანი მცენარე, ყვავილოვნები, მარადმწვანეთა ნაირ-ნაირი ჯიშები, ვაზის უზარმაზარი ტალავერის წრეები, თხილის და კივის პლანტაციები _ ამ ყველაფერს დამხმარე ხელის გარეშე, ერთი კაცის მარჯვენა სამყაროსავით მართავს. ერთ ადამიანს რა შეუძლია აკეთოს, ავთანდილ მოქიას მაგალითი ერთ ქვეყანას ეყოფა და თაობებსაც ეყოფა სამაგალითოდ.

მიაჩნია, რომ გასაჭირს კაცი არ უნდა შეუშინდეს, სიგლახეს და სიღარიბეს არ უნდა შეეჩვიოს და მადლიერებით იხსენებს მშობლებს და დედაბუნებას _ სუფსის მშობლიურ გარემოს.

_ რატომ არ უნდა იშრომო აქ? მზე და ჰაერი საუცხოო, ნოყიერებით განთქმული სუფსის მიწა. პლასტმასის ჭურჭელი რამ დალია? ჩაყარე ეს დალოცვილი მიწა შიგ და ჩაარჭე ნერგი, ტოტი, მოეფერე მცენარეს და მიწას. აუცილებლად ორმაგად დაგიბრუნდება. ზარმაცს კიდევ უფრო უნდა გაუჭირვო, მარტო სხვისი ყანის გათოხნაზე რომ ფიქრობს, საღამოს 20 ლარს აიღებს და მერე არაყს და “კალბასს” იყიდის, დალევს და მორჩა… _ ასეთი საუბრით დაგვატარებს საკუთარ კარმიდამოში ბატონი ავთო. დრო და დრო კი მაინც იხვებისა და ბატების ფერმისკენ გარბის. დავხედავ და ახლავე მოვალო…

პროფესიით ეკონომისტი, ბავშვობიდანვე შრომაში გაზრდისთვის მშობლებს ემადლიერება. საკუთარ მეურნეობაზე ზრუნვა 30 წლის წინ, კივის პლანტაციის გაშენებით დაიწყო. იხსენებს კივის უხვმოსავლიან წელს, როცა ნაყოფი ვერ გაყიდეს. რა ექნათ, არ იცოდნენ და მერე ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში თლიდნენ. ოთხასი ცალი სამლიტრიანი ქილა კომპოტი გააკეთეს.

_ გადაყრას ასე ვამჯობინეთ. მერე კი, რა არ გავიგე. თურმე, ბადაგივით წვენი მზადდება, არაყი საუცხოო. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, მხოლოდ ისეთი ხეხილი გამეშენებინა, რომლითაც, თუ ვერ გავყიდდი, ნატურალური წვენი ან არაყი მიმეღო, რომ არ დავზარალებულიყავი, _ გვიამბობს ის და საგანგებოდ მომზადებულ კივის ბადაგს, როგორც თვითონ უწოდებს, ჭიქებში ასხამს, გასინჯეთ ეს საოცრებაო.

_ გაჭირვება არის, ხალხს კი სჭირდება დახმარება, მაგრამ ჩვენ ისეთი გარემო გვაქვს, როცა მეტი გზა არ არის, ადამიანმა უნდა იფიქროს, სანამ სხვა დაეხმარება, თავად დაეხმაროს საკუთარ თავს _ სიზარმაცემაც წალეკა ქვეყანა, _ ამბობს ის და ამჯერად ბაღნარად ქცეულ გარემოში კენკროვნების მწკრივებში მიგვიძღვება _ იშვიათი ჯიშის მარწყვი, ჟოლო, მაყვალი… ერთხელ კოოპერატივიც შექმნა “ჟოლო-მარწყვის” სახელით, თუმცა, არ გაამართლა _ წევრები შემოეფანტა. დიდად არ უნერვიულია. შებრუნდა და საქმე მარტომ გააგრძელა. წარმატება მოუტანა მარწყვის გამოსხმული სახით გაყიდვამ. საშუალო ზომის ქოთნებში ჩარგული მარწყვი, ყვავილობის ჟამს კლიენტთა დიდი მოწონებით სარგებლობს. ამიტომ აქცენტი ასე მომზადებაზე გადაიტანა.

ავთანდილ მოქიას შრომის საკუთარი სტილი აქვს შემუშავებული. უზარმაზარ კარმიდამოში ასობით ცალი, დიდი თუ პატარა ქოთანი დგას. მწკრივებს და რაოდენობას სათვალავი არ აქვს. კითხვაზე, თუ რატომ ამჯობინებს მცენარეების ასე გამოყვანას და მოვლას, გვპასუხობს:

_ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი მთელ ფართობზე რომ იყოს დათესილ-დარგული, რამდენი თოხნა და შრომა სჭირდება. ასე კი, ჩემი “ჩქიფით” რომ ჩამოვუვლი და ქოთნებს მიწას გავუფხვიერებ, წამოსული სარეველაც ისპობა და მიწასაც სუნთქვა უადვილდება. სათოხარი და საცელავი სხვაც ბევრი მაქვს, ამიტომ ასე დროს ვიგებ და შრომას ვიადვილებ, შედეგი კი უკეთესი მაქვს. ეს დალოცვილი მიწა, წყალი, მზე და მცენარე სულ რაღაცას გკარნახობს და სიღრმეში მიყავხარ, დაღლას ვერ გრძნობ… _ უსაზღვრო შრომასთან დამოკიდებულებას ასე რომანტიკულად ხსნის ჩვენი მასპინძელი და ძარღვიან და კოჟრებით მოფენილ ხელებს გვიჩვენებს. ამბობს, რომ ბავშვობაშიც ჰქონია კოჟრები. მშობლებს არასდროს უჭირდათ _ მამა ტუნგოს დამზადების საქმეს ხელმძღვანელობდა კომუნისტების დროს, დედა პედაგოგი იყო, თუმცა, სწავლასთან ერთად, სულ შრომას აძალებდნენ. ტყუილად დროს არ აკარგინებდნენ, ახლა კი სხვანაირად ვერც ძლებს.

ყვავილოვან მცენარეებს რაც შეეხება, უთვალავი ვარდის და დეკორატიული ბუჩქების ნაირსახეობებში, წითელი ფერი ჭარბობს. ამბობს, რომ თვითონ ძალიან უყვარს წითელი ფერი, მაგრამ, ზოგადად, წითელი ფერის ყვავილოვნებს ბაზარზე ყველაზე მეტად ეტანებიან. ამიტომაც ამჯობინებს ამ ფერზე სწორებას.

უამრავი ჯიშის ვარდი, გორდეზია, კოწახური, სურნელოვანი ოსმანტუსი, ალიანდრა, ფინიკის პალმა, მარდმწვანეებიდან ურთხელი, ტუიას უამრავი სახეობა, ავოკადო და ბოლო დროს ძალზე პოპულარული გოჯიბერი, რომლის დაკალმებით გამოყვანაზე ახლა საგანგებოდ ზრუნავს.

_ გოჯიბერის შესახებ, ალბათ, ყველას გსმენიათ. განსაკუთრებით, ქალბატონებს. მე ახლა კონკრეტული კულტურის, გოჯიბერის გამოყვანაზე ვმუშაობ. ვიცი, გამომივა, რადგან ჯერ არ მქონია შემთხვევა, რაიმე ახალი სახეობა მეყიდოს, დამეკალმებინოს ან დამეთესოს და შედეგი არ მიმეღოს. ამას რაიმე ჯადო არ სჭირდება. მონდომება, მზრუნველობა და ყურადღებაა მთავარი. მცენარეს, ფრინველს თუ ცხოველს თუ ისე მოუვლი, როგორც ადამიანი საკუთარ შვილს დასტრიალებ დაბადების დღიდან, შედეგს რა დაუდგება წინ? _ გვეუბნება თანამედროვე შრომის გმირი ავთანდილ მოქია და დამშვიდობებისას გულუხვად გვთავაზობს, რომელი ყვავილის სახეობა მოგწონთ, დაადეთ ხელი და ნერგს ახლავე მოგართმევთო. საჩუქრისთვის მადლობას ვუხდით, თუმცა პასუხს არ აგვიანებს _ საჩუქარი ჩემთვის ის არის, ამას რომ გაახარებთ, მერე სხვასაც გაუნაწილებთ, იცოდეთ, ჩემი გული ამას იგრძნობსო.

ავთანდილ მოქიას, უეჭველია, შრომის, როგორც დასაწყისში გვითხრა, სულის ქსოვილებში არსებობამ მისცა უნარი და ძალა ასეთი შედეგით გაეკვირვებინა ყველა.

წარმატებას ვუსურვებთ თავდადებულ მეურნეს!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

რატომ ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნები თავშესაფრის მიცემაზე უარს

ყველა სიახლე

სამართალი

“სა­ნამ ცი­ხე­ში არ ამო­ვალ­პობ არ მო­ვის­ვე­ნებ… ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა მიმართვას ავრცელებს

14:00; 21.12.2025
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

13:55; 21.12.2025
საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21.12.2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21.12.2025
ფინანსები

2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება _ ვინ რამდენს მიიღებს

10:21; 21.12.2025
საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

9:44; 21.12.2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

9:43; 21.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20.12.2025
საზოგადოება

ავტომობილი ხეს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა – ადგილიდან ვიდეო ვრცელდება

21:19; 20.12.2025
სამართალი

სენაკში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

20:48; 20.12.2025
ზაფრანი

გივი და ავტოინსპექტორი

20:33; 20.12.2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე

17:09; 20.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
0

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო