საჯარო სკოლებში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს მისაღებად რეგისტრაცია 29 ნოემბერს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის ზაფხულში განისაზღვრა საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის წესი, პირობები, ეტაპები, ვადები.
პირველი ეტაპი პირველი სექტემბრისთვის დასრულდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 106-მა პენსიონერმა მასწავლებელმა აიღო ფულადი ჯილდო.
ეს თანხა სულ 932 471 ლარს შეადგენს. ყველა ამ კატეგორიის მასწავლებელს ფულადი ანაზღაურება 1 ნოემბრისთვის ჩაერიცხათ.
რაც შეეხებათ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულებს, საპენსიო ჯილდოს ისინი 2020 წლის იანვრის ბოლოს მიიღებენ.
პრაქტიკოსი მასწავლებელი ნიშნავს პედაგოგს, რომელიც მოღვაწეობს სკოლაში, მაგრამ არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია. ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ახლახანს დაასრულა პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი ზაფხულში, ივლისში ჩატარდა.