“გთხოვთ გადავარჩინოთ, ჩემი ძამიკო”, _ თხოვნის შემცველი წერილით “გურია ნიუსს” თამუნა ბაიაჯანმა მიმართა.
“ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა და დახმარება. 20 წლის ბაკო ბაიაჯანს, აქვს თავის ტვინის სიმსივნე. მას ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და სასწრაფოდ საჭიროებს განმეორებით ოპერაციას, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, მდგომარეობა არის კრიტიკული, თითოეული დღე მისი სიცოცხლისთვის არის გადამწყვეტი. ოპერაცია დაკავშირებულია დიდ თანხებთან, რისი შესაძლებლობაც უკვე აღარ გვაქვს.
გთხოვთ, გავერთიანდეთ, გადავარჩნოთ კიდევ ერთი სიცოცხლე.
თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარიც კი მისი სიცოცხლის გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია.
მადლობა თანადგომისთვის, _ გვწერს თამუნა ბაიაჯანი და იქვე ბაკოს დასახმარებლად შექმნილი ანგარიშის ნომრებს უთითებს:
მიმღები თამუნა ბაიაჯანი (და)
TBC ბანკი
საქართველოს ბანკი